ნივთები, რომლებიც ჩვენს სახლებში მხოლოდ ზედმეტ ადგილს იკავებს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს

ნივთის იმპულსურად ყიდვა შესაძლოა ძალიან სარგებლიანი აღმოჩნდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში შეიძლება საპირისპიროდაც მოხდეს. არის შემთხვევები, როდესაც ქალბატონები ვხედავთ რაიმე ლამაზ ნივთს და სულ არ ვფიქრობთ იმაზე, ეს ნივთი მართლა გვჭირდება თუ არა ან იქნებ საერთოდ გვაქვს კიდევ სახლში. ვნახოთ ნივთები, რომლებიც სახლში ძირითადად უფუნქციოდ გვიდევს ხოლმე.

1. ნივთები, რომლებიც არაფერს ეხამება

სანამ ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად გააანალიზეთ, მართლა გჭირდებათ თუ არა და სად მიუჩენთ ადგილს, რას მოუხდება და რას შეუხამებთ. თუ ბოლო ორ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, მაშინ ამ
ნივთის შეძენისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.

2. ტექნიკა

საუბარია ისეთ ტექნიკაზე, რომელსაც მართალია, აქვს მრავალი ფუნქცია, თუმცა რეალურად შესაძლოა წელიწადში მხოლოდ რამდენიმეჯერ გამოიყენოთ, არა ყოველდღიურად. არადა, ტექნიკა სახლში გარკვეულ ადგილს მოითხოვს.

3. ვიწრო დანიშნულების ნივთები

ეს განსაკუთრებით სამზარეულოს გაჯეტებს ეხება, რომელიც რეალურად შესაძლოა მხოლოდ სულ რამდენჯერმე დაგჭირდეთ და ტყუილა დაიკავოს ადგილი.

4. უსარგებლო აქსესუარები

გეთანხმებით, ესთეტიკა ძალიან მნიშნელოვანი რამ არის, თუმცა ფუნქციონალურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სახლში ყველა ნივთს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია, თუ ამა თუ იმ ნივთს ფუნქციას ვერ მოუძებნით, ასეთი ნივთი სახლიდან დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროთ.

5. ნივთები აქციით
რამდენჯერ შეგიძენიათ ნივთი მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაშია და იაფი ღირს. ეს არ არის ახსნა იმისა, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ისეთ რამ, რაც უკვე გაქვთ ან საერთოდ არ გჭირდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაშია და იაფი ღირს.

6. დუბლირებული ნივთები

და ისევ ვუბრუნდებით თემას, რამდენად გვესაჭიროება ესა თუ ის ახალი შენაძენი. მაგალითად, დაინახეთ ლამაზი ჭიქა ან თეფში. გაიხსენეთ, რამდენი ლამაზი ჭიქა ან თეფში გაქვთ სახლში, გჭირდებათ კი? თუ მტკიცე „კი“ გაქვთ პასუხად, შეიძინეთ, თუ არად გააგრძელეთ გზა.

კომენტარები

მაია 2022-05-14 10:43
ამ სტატიის ავტორს ბოლომდე ვეთანხმები, რაც მეტი ნივთი გაქვს სახლში, მათ მეტი საქმე და მტვერია. თუ კი რამე ზედმეტი მქონდა, ყველაფერი მოვისროლე ????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები