ეს ნივთები ჯობს არ აჩუქოთ სხვებს, განსაკუთრებით, როცა პირველად სტუმრობთ ახალ სახლში

ალბათ ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც სტუმრად მივდივართ ახლობლის, ნათესავის ან მეგობრის ახალ სახლში. ეს ხომ ერთგვარი დესასწუალია, სადაც საჩუქრის გარეშე სტუმრობა  წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ჩვენ საყვარელ ადამიანს ვაჩუქოთ  საჭირო და სასარგებლო ნივთი, თუმცა ასეთი ნივთის შერჩევა  მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ეს ეხება არ მხოლოდ გემოვნებას. არსებობს ამასთან დაკავშირებული ცრურწმენები,  რომლისაც ზოგ ადამიანს ძალიან სჯერა, ზოგი კი საერთოდ არ აღიქვამს სერიოზულად, თუმცა, მოდით, გადავხედოთ, რომელ ნივთებს უნდა მოვეკიდოთ სიფრთხილით, ჩვენდა უნებურად უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ. 

სარკესთან ბევრი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული. ითვლება, რომ სარკეს შეუძლია ბოროტი სულების მოზიდვა, ძველს შეუძლია გადასცეს წინა მფლობელების ენერგია და გარდაცვლილთა სულებსაც კი ინახავს. გარდა ამისა, ნებისმიერი სარკე ჩხუბისა და
განშორების სიმბოლოა.
სარკის მსგავსად, ბასრი საგანი შესაძლოა გახდეს ჩხუბისა და უბედურების "მაგნიტი", გამოიწვიოს ოჯახში უთანხმოება. ამიტომ, დანებისა და მაკრატლის ჩუქება ცუდ ნიშნად ითვლება.

კიდევ ნივთები, რომელთა ჩუქებას აღნიშნული შემთხვევისთვის არ გვირჩევენ, ითვლება, რომ შესაძლოა ამან ოჯახს უსიამოვნებები მოუტანოს:


მარგალიტი ქალის ცრემლის სიმბოლოდ არის მიჩნეული, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მსგავსმა საჩუქარმა შესაძლოა დიასახლისის ცრემლები გამოიწვიოს და ჯობს თავი შევიკავოთ.

ითვლება, რომ ახალმოსახლეობაზე ნაჩუქარმა საათმა შესაძლოა მის მეპატრონეს სიბერე მარტოობაში გაატარებინოს. ასევე მიიჩნევენ, რომ ნაჩუქარი საათი სიცოცხლის წლებს იპარავს. ალბათ, უმჯობესია, მსგავსი საჩუქრის ჩუქებისგანაც თავი შეიკავოთ და ასეთი ნივთები მეპატრონემ თავად აარჩიოს და იყიდოს.

კომენტარები

ლიანა 2024-02-19 21:19
და თუ უკვე გვაჩუქეს საათი მაშინ რა უნდა ვქნათ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები