"დააკვირდით, ხომ არ აწერია საჭმლის შესანახ კონტეინერს ეს ციფრები" - ყველაზე საშიში ნივთები ჩვენს სახლში, რომელთა გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გვეჩვენება



მოდით ამჯერად ვისაუბროთ იმ ნივთებზე, რომლებიც ყველას ან თითქმის ყველას გვაქვს სახლში თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ ეს ნივთები შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ხალიჩა


ნატურალური მასალისგან დამზადებული ხალიჩები ძალიან ძვირი ღირს, ხოლო ის, რაც ასე თუ ისე ხელმისაწვდომია და ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს, ძირითადად სინთეტიკური მასალისგან არის დამზადებული და გარდა ამისა, რომ ის უბრალოდ მტვრის ბუდეა, შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და შეიძლება გახდეს ისეთი დაავადებების მაპროვოცირებელი, როგორიც არის ალერგია და ასთმა.
თუ
მაინც გადაწყვიტეთ იქონიოთ სახლში ხელოვნური ხალიჩა, ეცადეთ, რომ წელიწადში ორჯერ მაინც მიიტანოთ ქიმწმენდაში და კვირაში ორჯერ კარგად დაფერთხოთ და გაამზეუროთ. ყიდვის დროს ასევე გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ რაც მაღალია ბეწვი, მით რთული მოსავლელია ხალიჩა.

სურსათის შესანახი კონტეინერები


თავისთავად სასურსათო კონტეინერი ერთი შეხედვით საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ფტალატებსა და პლასტიფიკატორებზე იმავეს ასე თამამდ ვერ ვიტყვით, აი თუ საქმე სტიროლსა და ბისოფენოლს ეხება, დროა განგაშის ზარი ჩამოკრათ. საქმე ის გახლავთ, რომ ბისფენოლი აღწევს პროდუქტში და გაცხელების შემთხვევაში ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გაითვალისწინეთ, რომ ბისფენოლის არსებობა კონტეინერზე აღნიშნულია სამკუთხედში მოთავსებული ციფრი შვიდიანით, სტიროლი კი ექვსიანით. ყოველდღიორობაშივ სტიროლი უსაფრთხოა მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ მას გასაცხელებლად მიკროტალღურში არ მოათავსებთ. ასე რომ, ჩვენი რჩევაა, ნელ-ნელა შუშის ან კერამიკულ შესანახ ჭურჭელზე გადაბრძანდეთ.



ტეფლონის ჭურჭელი



მაღალ ტემპერატურაზე პოლიტეტრაფტორეთილენი, რომლის წყალობითაც ისხლიტავს ტეფლონი ცხიმს და წუალს, გამოყოფს ტოქსიკურ გაზსაც. ცივ ტაფაზე კი, ყველამ ვიცით, რომ საჭმელი არ კეთდება. ცხოველებზე კველევების შედეგად დასტურდება, რომ პოლიტეტრაფტორეთილენი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. ამიტომ გირჩევთ, უპირატესობა უჟანგავ ფოლადს ან თუჯს მიანიჭოთ.

აბაზანის ფარდა



მიგიქცევიათ ყურადღება აბაზანის ახალი ფარდის სუნისთვის? მოგესალმებით ეს არის ნივთიერება პოლივინიქლორიდი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების გაღიზიანება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, გამოიწვიოს ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი და კოორდინაციის დარღვევა. ასე რომ, აბაზანისთვის ფარდის შერჩევის დროს ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა ან ბუნებრივ პროდუქტს მიანიჭოთ უპირატესობა, ბამბუკს, ბამბას და აშ.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი


ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ნამდვილი დასასვენებელი კურორტია ბაქტერიებისთვის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ღრუბელი ბევრად ბინძურია ვიდრე საპირფარეშოში უნიტაზის საჯდომი. მასში უამრავი ბაქტერია ბინადრობს, რაც იწვევს სერიოზულ ინფექციურ დაავადებებს. როგორ უნდა მოვიქცეთ? გაფრთხილებთ, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაქსიმუმ ერთი კვირა, ამის შემდეგ ის აუცილებლად უნდა გამოიცვალოს.

კომენტარები

ციფრი 2021-06-23 14:13
სად არის ციფრები?! ციფრები სად არის?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები