მთის ლანდშაფტში გაშენებული ოაზისური სახლი - თამამი გადაწყვეტილება


საცხოვრებელი სახლების ბუნებაში ინტეგრაციის თამამი კონცეფცია თანამედროვე არქიტექტორებსა და დიზაინერებში ძალიან პოპულარულია. ამ მხრივ არც ომარ ჰაკიმი გახლავთ გამონაკლისი საუდის არაბეთიდან, რომელმაც საოცარი პროექტი წარადგინა. ეს გახლავთ ოაზის რეზიდენცია ჩაშენებული ვადი ალ დისის პალმის ხეობის ნაკრძალში. ორი მინიმალისტური შენობა, ძირითადად მინის, ქმნის ერთ მთლიან სახლს, რომელიც ნამდვილად შეძლებს ფრთები შეასხას იმ ადამიანების ოცნებას, რომლებსაც ბუნებასთან მაქსიმალურად შერწყმა სურთ.


ახალგაზრდა არქიტექტორმა ძალისხმევა არ დაიშურა, რათა ოაზისური სახლი ქვაში ჩაენერგა შედეგად კი მიიღო საოცარი კონცეპტი.


ეს მთიანი რაიონი ტაბუკის სამხრეთ დასავლეთ პროვინციაში
ზღვის დონიდან 400 მ-ზე მდებარეობს. ეს საუდის არაბეთის პრინცის საკუთრებაა. ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გადაწყდა ამ ადგილის კეთილმოწობა, რათა ტურისტებმა მასობრივად შეძლონ ამ საოცარი ადგილის მონახულება.


რეზიდენციის ერთი ნაწილი ვიწრო, გრძელი პლატფორმაა, რომელიც რკინა-ბეტონით არის ნაშენები. გარედან კი სქელი მინით არის დაფარული, რაც იძლევა საშუალებას ადამიანებმა სრულად შეიგრძნონ ირგვლივ ბუნება.


სახლს აქვს მასშტაბური აუზი მინის კიდეებითა და ფსკერით, რაც ამ ვეებერთელა კონსტრუქციას სიმსუბუქეს სძენს. მიუხედავად შნობის კონტრასტისა,, ქვიან გარემოში ის მაინც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.


სახლს აქვს საოცარი ტერასა, რომელიც პირდაპირ გამოქვაბულზეა გადაკიდებული. ასევე ირგვლივ ტერიტორია გაამწვანეს, რათა სახლი უფრო ცოცხალი და მყუდრო გამხადრიყო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები