ბავშვის ოთახისთვის საუკეთესო მცენარეების სია - სასარგებლო და ადვილად მოსავლელი

როგორც ცნობილია, ბავშვის ოთახისთვის ან უბრალოდ იმ ოთახისთვის, სადაც ბავშვს სძინავს, მცენარეები ძალიან ფრთხილდ უნდა შეარჩიოთ. სანამ შეიძენთ ამა თუ იმ მცენარეს, თქვენი არჩევანის სისწორეში უნდა დარწმუნდეთ.

პირველ რიგში, მცენარეს, რომელსაც ბავშვის ოთახში მოათავსებთ, არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი სუნი. თავისთავად, არც კაქტუსებს გირჩევთ - სახიფათო ეკლების გამო. 

რომელია საუკეთესო მცენარეები? ეს ფლორისტების მიერ შედგენილი სიაა:

კალანჰოე

ეს მცენარე ბევრი სასარგებლო თვისებით არ გამოირჩევა, თუმცა არც უსიამოვნებების წყარო გახდება ბავშვისთვის, რაც მის პლუსად მიიჩნევა. 
გარდა ამისა, საკმაოდ ადვილად მოსავლელია, ერთადერთი, მზის
სხივები არ უნდა მოაკლოთ და ბავშვიც კი იოლად მოუვლის.

ქლოროფიტუმი


ეს ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა, რომელიც ჰაერიდან მავნე ნივთიერებებსა და მტვერს ისრუტავას, სამაგიეროდ კი ჟანგბადს გამოყოფს. მას ჰაერის სანიტარსაც კი უწოდებენ. ასე რომ, საუკეთესოა ბავშვის ოთახისთვის.

დეკემბერა

ამბობენ, რომ ეს მცენარე დადებითად მოქმედებს სახლში კარგ გარემოზე. ეს მცენარე აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვისთვის მეცნიერული თვალსაზრისითაც. 

სპატიფილუმი

სპატიფილუმი ქლოროფიტუმის მთავარი კონკურენტია ბავშვის ოთახისთვის ყველაზე სასარგებლო მცენარეების რეიტინგში. ეს ულამაზესი მცენარე არა მხოლოდ ჰაერს ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც.

სანსევიერია

სანსევიერია ზემოჩამოთვლილ მცენარეებთან შედარებით მეტ მოვლას მოითხოვს. თუმცა ეს მისი ნაკლი ნამდვილად არ არის. ბავშვი მისი მოვლისას ისწავლის წესრიგსა და პასუხისმგებლობას. 
ეს მცენარეც კარგად ასუფთავებს ჰაერს.

ბეგონია


ეთერზეთების წყალობით, ბეგონია ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებს და ჰაერს ბაქტერიებისა და მტვრისგან ასუფთავებს.


ლიმონის ხე

ლიმონის ხე ოთახს სისუფთავეს და სასიამოვნო არომატს სძენს. ხელს უწყობს ჯანსაღ და მყარ ძილს.

ჯუჯა კიპარისი


კიპარისი მშვენივრად ასუფთავებს ჰაერს. მისი მოვლა გულისხმობს რეგულარულ მორწყვას და ასევე მისი წიწვებისთვის წყლის მიპკურებასაც.
Ведь нет более верного способа научить ребенка доброте, чем привить ему привычку ухаживать за хрупким живым растением.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები