ჯადოსნური მცენარეები, რომლებიც თურმე ქალბატონებს ოჯახურ ბედნიერებაში და დაქორწინებაშიც კი ეხმარება

სპატიფილუმი ბედნიერების მცენარედ მიიჩნევა. ეს ყვავილი ეხმარება არა მარტო გასათხოვარ ქალბატონებს, არამედ გათხოვილებსაც პირად ურთიერთობებში ჰარმიონიის მიღწევაში. ფლორისტები გვირჩევენ, ეს მცენარე სახლში ანთურიუმთან ერთად ვიქონიოთ. ეს დაგეხმარებათ ოჯახში დამატებითი ვიბრაციის მოზიდვაში.

სპატიფილუმი ყვავის აპრილსა და მაისში. საჭიროებს კარგ განათებას. ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი 18-22 გრადუსია. ჰაერი უნდა იყოს ტენიანი. ნიადაგის გასამდიდრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური მინერალური სასუქი. გადარგვისთვის ოპტიმალური პერიოდი გაზაფხულია.
თუ სპატიფილუმი სახლში გაქვთ, მაგრამ ხვდებით, რო, შინაური ოაზისი სრულყოფილი არ არის, შეგიძლიათ ყურადრება შემდეგ ყვავილებზე გაამახვილოთ.


კამელია განკუთვნილია იმ ქალებისთვის,
რომელთაც ემოციური შემოტევები ახასიათებთ ხოლმე. კამელია ასუფთავებს გარემოს უარყოფითი ენერგიისგან და უზრუნველყოფს სახლში თბილ ატმოსფეროს, ასეთ გარემოში კი ქალბატონები თავს ბევრად კომფორტულად გრძნობენ. ისინი მეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში, რაც ხელს უწყობს მათ პირადი ურთიერთობების ჰარმონიულად წარმართვაში.

კიდევ ერთი საინტერესო მცენარე ექსცენტრიული და ემოციური ადამიანებსთვის გახლავთ გერანია.
ეს მართლაც ლამაზი მცენარე საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

აი, ციკლამენა კი უბრალოდ აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ატყობთ, რომ თქვენი ურთიერთობები კრიზისულ ფაზაში შედის.
ციკლამენა დაგეხმარებათ ნეგატიური ფიქრებისგან თავის დაღწევაში, შინაგანი რწმენის დაბრუნებასა და გამყარებაში.

მარტოხელა ქალბატონების განუყრელი მეგობარია გიბისკუსი, იგივე ჩინური ვარდი. ეს ყვავილი ვნების სიმბოლოდ მიიჩნევა და მფლობელ ქალბატონს განსაკუთრებული ხიბლით აღავსებს. უმჯობესია ეს ყვავილი საძინებელში გქონდეთ.

და ბოლოს, ცოტა რამ აიქრიზონის შესახებ. ეს მცენარე დაგიცავთ მოღალატე და ორპირ ადამიანთან ურთიერთობისგან. ის ქალბატონებს ინტუიციას უმძაფრებს და ეხმარება ადამიანის ფსიქოლოგიის უკეთ შესწავლაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები