როგორ გავზარდოთ ბედნიერების ბამბუკი სახლის პირობებში

ამ ეფექტური მცენარის ტოტი მართალია, ბამბუკს მოგაგონებთ, თუმცა მას დრაცენა სანდერა ქვია. ინგლისელები მას ბედნიერების ბამბუკს ეძახიან და სჯერათ, რომ მას სახლში სიმდიდრე და წარმატება მოაქვს.

როგორ მოვუაროთ

დრაცენა სანდერა მრავალწლიანი დეკორატიული მცენარეა, რომელიც გამოირჩევა უპრეტენზიობით. ის თავს ჭიქა წყალშიც კი მშვენივრად გრძნობს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიწაშიც კი ჩარგოთ. მინიმალურად მოვლის შემთხვევაშიც კი მრავალი წლის განმავლობაში მოგანიჭებთ ბედნიერებას.
დრაცენა სანდერას ძალიან უყვარს წყალი. ზაფხულში მორწყვა ჭარბად სჭირდება, ზამთარში კი ზომიერად. არ დაუშვათ ნიადაგის გამოშრობა. თუ მცენარე წყალში გაქვთ, 2 კვირაში
ერთხელ წყალი გამოცვალეთ და დაუმატეთ მინერალები. წყალი აიცილებლად უნდა იყოს გაფილტრული და ოთახის ტემპერატურის.

ადგილის შერჩევის დროს თავი აარიდეთ მზიან ფანჯრის რაფას. მზის სხივებმა მცენარეს შესაძლოა ზიანი მიაყენოს. დრაცენას უფრო გაფანტული სინათლე უხდება. ის კარგად იტანს მშრალ ჰაერს და არ საჭიროებს დანამვას. დროდადრო ფოთლები გაუწმინდეთ, რათა მტვერი არ დაგროვდეს. მცენარისთვის კომფორტული ტემპერატურა 18-35 გრადუსია.

ნიადაგად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გრუნტი ან სპეციალურად დრაცენასთვის განკუთვნილი. გაითვალისწინეთ, რომ სჭირდება კარგი დრენაჟი. ძალიან უხდება გამჭირვალე ჭურჭელი.

მცენარის გადარგვა წელიწადში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია.
ფენ-შუის თანახმად, ბედნიერების ბამბუკს ოჯახისთვის ფული და წრამატება მოაქვს.

მნიშვნელობა აქვს რაოდენობასაც.
3 ტოტი ბედნიერებას იზიდავს, 5 - სიმდიდრეს, 7 ტოტი - ჯანმრთელობას, 20 ტოტი - წარმატებას ყველა დაწყებულ საქმეში.


კომენტარის დამატება