როდის აფუჭებს მცენარე ოთახის ინტერიერს - ყვავილებმა რომ ოთახში ქაოსი არ გამოიწვიონ


ოთახის მცენარეები ინტერიერს აცოცხლებს და ალამაზებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქაოტურად არ არის განთავსებული და გემოვნებით არის განლაგებული მთელს ბინაში. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შედეგი დადებითი მივიღოთ.

დავწყოთ იმით, რომ ოთახის მცენარეებს რეგულარული მოვლა სჭირდებათ. მათ სჭირდებათ სათანადო მორწყვა, განათება, გადარგვა, სასუქის მიწოდება და ა.შ.

ასევე ოთახის მცენარეები არის მარტო არა მცენარე, არამედ ქოთანიც, რომელიც მასაც უნდა უხდებოდეს და ერგებოდეს და ინტერიერსაც. ეს ძალინ მნიშვნელოვნია.

რაც უფრო სადა და დახვეწილი იქნება ქოთანი, მით მარტივად ჩაჯდება ნებისმიერ ინტერიერში. ამიტომაც
ოთახის მცენარეები უნდა აღვიქვათ, როგორც ქოთნის მცენარეები. ლამაზი ქოთნის გარეშე ყველაზე ლამაზი ყვავილიც კი არ გამოჩდება ლამაზდ, დაიჩრდილება.

პატარა ქოთნის მცენარეების იატაკზე განთავსებას არ გირჩევთ. ასე ის დაიკარგება და დაიმტვერება კიდეც. ამისთვის გირჩევთ სპეციალური შემაღლებული საშუაელებები შეიძინოთ, რომელიც ყვავილსაც მოუხდება და ინტერიერსაც.

ასევე გირჩევთ, თავი აარიდოთ ქოთნის მცენარეების უცნაურ კონსტრუქციებს, რომლის ესთეტიურობაც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


კომენტარის დამატება