მცენარეების ინტერიერში განთავსების ყველაზე ეფექტური ხერხები


მოდით, ვნახოთ, როგორ აფორმებენ დიზაინერები ინტერიერს მცენარეების მეშვეობით.

ტელევიზორთან

ტელევიზორის მიმდებარე სივრცის გაფორმება ადვილი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ადგილი გადატვირთული არ უნდა იყოს, აქსესუარები კი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს შავ ეკრანს. მწვანე მცენარეები ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის, რამეთუ ბუნებრივად გამოიყურებიან და არც ძალიან მასიურები არიან.
თუ ტელევიზორი კედელზე კიდია და მის ქვეშ არის ტუმბო ან კონსოლი, თამამად მოათავსეთ მასზე თქვენი ქოთნის ყვავილი.
ასევე შეგიძლიათ იატაკზე დადგათ მოზრდილი ყვავილის ქოთანი, ისე, რომ ხელი არ შეგიშალოთ ტელევიზორის ყურების დროს. თავი
აარიდეთ მკაცრ სიმეტრიას. არ გირჩევთ ორი ერთნაირი ქოთნის აქეთ-იქით მოთავსებას.

სასადილო მაგიდის თავზე


სასადილო ზონის გამოცოცხლების ძალიან კარგი საშუალებაა სასადილო მაგიდასთან, კედლებზე, ყვავილის დაკიდება. საამისოდ უმჯობესია გამოიყენოთ გრძელი, დაკიდებული მცენარეები.

ღია სტელაჟი


ღია თაროები ოთახის მცენარეების განსათავსებლად საუკეთესო ადგილია.
გარდა იმისა, რომ ასე კარგად ჩანან, საკმარისი მზის შუქითაც არიან უზრუნველყოფილები.
სულ პატარა ზომის სტელაჟს, თაროსაც კი, შეგიძლიათ შეურჩიოთ შესაბამისი ზომის ყვავილი.

დივნის უკან

კიდევ ერთი ეფექტური ხერხია დიდი ზომის ქოთნის ყვავილის მოსასვენებელ ზონაში, დივნის უკან განთავსება. ამ დროს მოჩანს მხოლოდ ფოთლები და თავად მცენარე, ქოთანი კი თვალს არის მიფარებული.
ამისთვის გამოდგება დიდი ზომის მცენარეები, მაგალითად პალმა, დრაცენა, იუკა ციკასი, მონსტერა და ა.შ. თუ ამ მეთოდის გამოყენებას აპირებთ გირჩევთ, რომ შეიძინოთ უკვე გაზრდილი, დიდი ზომის მცენარე, რომ მის გაზრდას წლობით არ ელოდოთ.

სასადილო ზოის სიახლოვეს


სასადილო ზონაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთი ვარიანტია დიდი ქოთნის ყვავილის სასადილო მაგიდის სიახლოვეს განთავსება. გვერწმუნეთ, ასე ის ინტერიერის ყველაზე მკვეთრ აქცენტად იქცევა.

ჭერს ქვემოთ

ნებისმიერი ზონის, თუნდაც შეზღუდულ სივრცეში, დეკორირების უმარტივესი მეთოდია კაშპოს ჭერზე დაკიდება. ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობს როგორც საძინებელში, საწოლის თავთან, ისე კაბინეტში, საწერ მაგიდის თავზე.
საამისოდ შეარჩიეთ დასაკიდი ტიპის მცენარე, რომელიც არ საჭიროებს ხშირ მორწყვასა და უხვ მზეს. სიმაღლის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ მოგიწვეთ ხოლმე ყვავილის მორწყვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები