სასარგებლო კოქტეილი ხახვის ფოჩებისგან, რომელიც აჯანსაღებს ოთახის მცენარეებს

ერთი მუჭა ხახვის ფოჩი მოვათავსოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 1.5 ადუღებული წყალი და ათი წუთის განმავლობაში ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. გავაჩეროთ 3-4 საათი და უკვე გაგრილებულით მოვრწყათ მცენარეები. ასევე შეგვიძლია შევასხუროთ ფოთლებს.

გაიმეორეთ ორ თვეში ერთხელ. ეს ნაყენი უხდება როგორც ოთახის, ასევე ბაღის მცენარეებსაც, ვინაიდან შეიცავს ყველა აუცილებელ და სასარგებლო მიკროელემენტებს, რაც სჭირდება მცენარეს სიჯანსაღისთვის. შეგახსენებთ, რომ ყოველ მორწყვაზე ახალი უნდა დაამზადოთ, შენახვა არ შეიძლება.
ირინა ღარიბაშვილი

კომენტარის დამატება