რომელი სართულია საუკეთესო საცხოვრებლად? - სანამ სართულს აირჩევთ, გადახედეთ


სახლის რომელი სართულია საუკეთესო ეკოლოგიის, სისუფთავის, უსაფრთხოების, კომფორტისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით?

ხშირ შემთხვევაში პრეტენზიები პირველ და ბოლო სართულებზე მოდის, ამიტომ კორპუსის შუა სართულების მახასიათებლები ყურადღების მიღმა რჩება.

რომელი სართულია ყველაზე უსაფრთხო? რა თქმა უნდა, პირველი და მეორე, რადგან უბედური შემთხვევის დროს თავის დაღწევა ყველაზე ადვილია. ევაკუაციის მხრივ ყველაზე "ცუდ" სართულებად 25-დან ზემოთ ითვლება, რადგან ყველაზე თანამედროვე საევაკუაციო კიბეც კი ვერ იშლება 90 მეტრზე მეტად.

ძველ სახლებში ბოლო სართულს უამრავი პრობლემა მოაქვს, რადგან შესაძლოა, წვიმა
ჭერიდან სახლში ჩამოვიდეს. გთავაზობთ სხვადასხვა
სართულის დადებით და უარყოფით მხარეებს.

1. პირველი და მეორე სართულები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი დადებითი მხარე ევაკუაციის სიმარტივეა, თუმცა ამასთან, მას საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისება აქვს. მაგალითად, ქუჩიდან შემოსული ხმაური და სიბინძურე, ნესტი და სუნი, რომელიც სარდაფიდან ამოდის, მწერების სიმრავლე, კანალიზაციის პრობლემები და სიცივე.

2. მესამე და მეოთხე სართულები ეკოლოგიისა და მოსახერხებლობის თვალსაზრისით საუკეთესოდ ითვლება. ამ სიმაღლეზე ვერ აღწევს მანქანების გამონაბოლქვი, ხოლო ქარხნული და სხვა კვამლის კონცენტრაცია მაღალ სართულებზე მეტია, თუმცა ამ სართულების უარყოფით მხარედ სწორედ მათი ადგილმდებარეობა ითვლება. დიდ ქალაქებში მე-3-4 სართულებზე მზის შუქი თითქმის ვერ აღწევს.

3. მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლე­ბის და­დე­ბით მხა­რედ შე­საძ­ლოა, სუფ­თა ჰა­ე­რი ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა მათ­თვის, ვი­საც გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, ამ სარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა არაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

4. მერ­ვე და უფრო მა­ღა­ლი სარ­თუ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოა გა­ნა­თე­ბის მხრივ.

5. მე­თხუთ­მე­ტე და უფრო მა­ღა­ლი სარ­თუ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოა ხე­დე­ბით. გარ­და ამი­სა, ით­ვლე­ბა, რომ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ამ სარ­თუ­ლებ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად თბი­ლა. თუმ­ცა უბე­დუ­რი ან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის, მა­გა­ლი­თად ხან­ძრის დროს, ხში­რად ლიფ­ტი ითი­შე­ბა და შე­ნო­ბი­დან გაღ­წე­ვა რთუ­ლია.

6. ბოლო სარ­თულ­ზე არის ბუხ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და სხვა ბევ­რი პრი­ვი­ლე­გია. თუმ­ცა ბოლო სარ­თულს სა­ხუ­რა­ვის და ვენ­ტი­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­მელ­საც ბი­ნის შე­ძე­ნის დროს დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს.

კომენტარები

??????????? 2018-01-17 12:14
gagrzeleba sadaaaa???????
K.K. 2018-01-06 01:06
rogor ganvagrdzoo!!!
sofo 2018-01-03 16:53
magali sartuli kvelaze patara kvadrati

კომენტარის დამატება