რატომ ირჩევენ ამერიკაში მაღლა ასაწევ ფანჯრებს და რა უპირატესობა აქვს მას

ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც უნახავს ამერიკულ ფილმში მაღლა ასაწევი ფანჯრები. ჩვენთვის მსგავსი კონსტრუქცია ცოტა უჩვეულოა, თუმცა მოდით განვიხილოთ, რატომ ანიჭებენ ამერიკელები უპირატესობას სწორედ ვერტიკალურ ფანჯრებს.


საქმე კი ის გახლავთ, რომ ვერტიკალურად ასაწევი ფანჯრები ამერიული სულაც არ არის, ის პირველად ინგლისში გამოჩნდა. ზამთარი იქ ძალიან მკაცრია, ქარი კი - ძლიერი, ჰოდა, ასაწევი ფანჯრები ბევრად საიმედო აღმოჩნდა.
თუ გავითვალისწონიებთ იმას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის პირველი კოლონისტები სწორედ ინგლისელები იყვნენ, ვერტიკალური ფანჯრების გამოჩენა ამერიკაში კითხვებს აღარ გამოიწვევს.


რაც უფრი სამხრეთისკენ მიიწევთ, ამერიკაში ვერტიკალური ფანჯრებიც
მცირდება, ამის მიზეზი კი სხვა არაფერია, თუ არა კლიმატური პირობები.
იქ ჩვენთვის ჩვეული ჰორიზონტალური ფანჯრები ჭარბობს.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა ვერტიკალურ ფანჯრებს კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს: ფანჯრის რაფაზე თავისუფლად შეგიძლიათ განათავსოთ ქოთნის ყვავილები და არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ფანჯრის გაღების დროს ისინი გადმოალაგოთ და გადაალაგოთ და მეორე, მთავარი, ასეთი ფანჯრიდან გადავარდნის ალბათობა ძალიან მცირეა.

კომენტარები

თამარი 2020-05-12 19:17
უპირატესობა მხოლოდ ისაა რომ ბავშვი ადვილად არ ვარდება ასეთი ფანჯრიდან . ძველი სტილის ფანჯრები ძნელი გასაწმენდია სახლებს კი გადმოწევის მექანიზმინაქვს და ეს აადვილებს გაწმენდვას .
ქურდი ადვილად ვერ შეიპარება ასეთი ფანჯრებიდან.
ამერიკული სტილის ფანჯრები მეორე მხრივ თავის ტკივილია . სარკმელს ბოლომდე ვერ გახსნი ხანძრის შემთხვევაში რომ
გადმოძვრე და თავი გადაირჩინო.
მე ევროპული ფანჯრები მიყვარს და მომწონს.
ana 2020-04-12 16:41
8 აგვისტოს,ზუსტად მაშინ რუსებთან რომ იყო ომი,ისე გილიოტინასავით ჩამოვარდა ასეთი ფანჯარა ,ხელის გამოწევაც კი ვერ მოვასწარი,არ მინდოდა დამეხედა ზედ შეიძლებოდა თითიც არ მქონოდა .მთელი ღამე სისხლი ვერ გავიჩერე.აქეთ ეს ამბავი და საქართველოში კიდევ საშინელება.შავი ღამე გავათენე.ფუ რა დამავიწყებს რა ჯოჯოხეთი იყო
ia 2020-02-22 13:20
და ყველა ფანჯარა სანახევროდ იღება
?! 2020-02-07 05:41
გადავარდნის ალბთობა მცირეა,სამაგიეროდ,ალბათ, თითებზე დაცემის ალბათობაა დიდი!

კომენტარის დამატება