5 მასალა იაფი რემონტისთვის - ეს უხარისხოს არ ნიშნავს


თქვენი სახლი განახლებას საჭიროებს, თუმცა გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებული ხარჯები გაშინებთ? შემოგთავაზებთ მასალებს, რომელიც შდარებით იაფი ჯდება, შედეგს კი ნამდვილად ეფექტურს იძლევა. ეკონომია ნებისმიერ დროს აქტუალურია და მოდიდან არასდროს გადადის, ასე რომ, ყველა ნორმალური ადამიანი ყოველთვის ბიუჯეტურ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბიუჯეტური უხარისხოს არ უნდა ნიშნავდეს. 




ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ინტერიერში აგურის გამოყენება, ლოფტის ეს სტილი ძალიან უხდება კლასიკურ სტილსაც და მას ორიგინალურ და დახვეწილ იერს ანიჭებს. ამ შემთხვევაში აღარ არის საჭრო კედლების გადაღებვა ან შპალერის გაკვრა,
ეს კი საკმაოდ დიდი ეკონომიაა.
თან კედლების გადაღებვა მობეზრების შემთხვევაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

კედლის ნაკლის შესანიღბად კი ძალიან კარგი ვარიანტია დეკორატიული ბათქაში ან სქელი შპალერი. მათ ქვეშ ხარვეზი ძალიან კარგად იფარება.
იმისათვის, რომ შპალერი დიდი რაოდენობით არ დაგჭირდეთ და ზედმეტად ხარჯიანი არ აღმონდეს, გირჩევთ შეარჩიოთ სადა ტიპის, რომელსაც არ დასჭირდება აწყობა, იქნება სადა და მარტივად გასაკრავი.

ძალიან ბიუჯეტური და სწრაფი ეფექტის მქონეა დასაწებებელი სტიკერები, რომელიც შესაძლებელია დაიკრას პირდაპირ კედელზე.
რაც შეეხება იატაკს, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, იქნება ეს ბუნებრივი ხე თუ კარგი ხარისხის ლამინატი, თუმცა მის ალტერნატიულ ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ კარგი ხარისხის ლინონიუმი.

და ბოლოს, არ ღირს შპალერის სამზარეულოს კარადების უკან გაკვრა, დროთა განმავლობაში ის დანარჩენი კედლებისგან მაინც განსხვავებული იქნება.

შპალერი ძველი კოლექციიდან შეარჩიეთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ და ახალი კოლექციისგან არც ისე განსხვავებული იქნება.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სახლისთვის ფარდების შერჩევა და შეკერვა რემონტამდე სჯობს, რათა შპალერი და კედლების ფერი თუ აქსესუარები სწორედ მის მიხედვით შეარჩიოთ.

სამშენებლო მასალებს მეტობით ნუ შეიძენთ, ის საკმაოდ ძვირი ღირს და ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ სხვა დროს კიდევ გამოგადგებათ. სანამ იყიდდეთ, ყველაფერი კარგად გათვალეთ და სწორედ ის რაოდენობა შეიძინეთ, რაც ზუსტად დაგჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები