ხის იატაკი - საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის


საუკუნეების განმავლობაში, ბევრი ერთმანეთისაგან განსხვავებული ინტერიერის დიზაინი იყო აქტუალური: ბაუჰაუსი, არტ დეკო, შუა საუკუნეების მოდერნი, მინიმალიზმი, ინდუსტრიალიზმი და სხვა. თითოეულ მათგანს, თავისი გამოკვეთილი და უნიკალური ნიშა უჭირავს, თუმცა ნებისმიერში, ერთი რამ უცვლელია: ხის იატაკი არასდროს კარგავს პოპულარობას და ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილება მარტივად შეუძლია. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, საინტერესო დეტალებს სწორედ ხის იატაკის შესახებ გაგაცნობთ.

"ხე ყველაზე მდგრადი იატაკია, რომელიც არჩევანის გაკეთებისას უნდა განიხილო. ერთადერთია, რომელიც ბუნებრივად განახლებადია. ხის მასიურ იატაკს შეუძლია დროს გაუძლოს და ამაში 100-ით წელი იგულისხმება." - ამბობს
ბრეტ მილერი, ხის იატაკის ეროვნული ასოციაციის ტექნიკური სტანდარტების, ტრენინგისა და სერტიფიცირების ვიცე პრეზიდენტი.



ღირებულება
ყველაზე გავრცელებული ხის იატაკი მუხისაგან მზადდება. მაღალხარისხიანი მუხის იატაკი გარდა იმისა, რომ ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, ასევე ზრდის თქვენი უძრავი ქონების ღირებულებას.

მდგრადობა
როდესაც ვამბობთ, რომ მუხის ხის იატაკი გამძლეა, ვგულისხმობთ იმას, რომ რეზისტენტულია ყოველდღიური ცვეთის, სოკოსა და მწერების მიმართ. თეთრი მუხა გამოირჩევა იმით, რომ არ შთანთქავს სითხეს, ამიტომაც განსაკუტრებით კარგია ისეთ ადგილებში, სადაც სითხის ხშირი დაქცევის ან გაჟონვის საფრთხე დგას.

მოვლა
მისი მოვლა ძალიან მარტივია და ამისათვის მხოლოდ თანმიმდევრული და გულითადი წმენდაა საჭირო. დრო და დრო კი ხის იატაკისათვის განკუთვნილი რეაგენტების გამოყენება, კიდევ უფრო დიდ ხანს შეუნარჩუნებს თავდაპირველ იერსახეს.

ეკომეგობრულობა
როგორც ბუნებრივი მასალა, მუხა ნამდვილად განსაკუთრებულია, ვინაიდან შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მწერების თავდასხმას და ასევე, მოძრაობის შედეგად გამოყოფილ ტენიანობას. რაც მთავარია, არ აზიანებს გარემოს, ვინაიდან არ გამოყოფს მეთანისა და აზოტის ოქსიდს.

ჰიპოალერგიულობა
ხის იატაკს სახლში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. ისინი, ვისაც ალერგია და ასთმა აწუხებთ, თავს უკეთესად გრძნობენ ხის იატაკით მოპირკეთებულ სივრცეში. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ხის იატაკის ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკებისაგან სრულად გაწმენდა ძალიან მარტივია.

სივრცულობა
ხის იატაკი გრძელი ხაზებით მარტივად ქმნის თვალის ილუზიას და პატარა სივრცე ჩვენს აღქმაში ბევრად უფრო დიდი ჩანს. სწორედ ამიტომ, ხის იატაკი კარგი გადაწყვეტილებაა შედარებით პატარა ოთახებისთვისაც კი.

ტემპერატურის შეკავება
ხის იატაკი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, თუ იატაკქვეშა გათბობის გაყვანას აპირებთ. ხის იატაკს ტემპერატურის შენარჩუნება და დაკავება შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი სახლი მარტივად თბება და დღე-ღამის განმავლობაში ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას.

აკუსტიკა
მუსიკის მოყვარული ადამიანებისათვის, განსაკუთრებით სასიამოვნო ფაქტია ის, რომ
მუსიკას უკეთესი ჟღერადობა აქვს ისეთ სახლში, სადაც ხის იატაკია. რეალურად, ხის იატაკი ხელს უწყობს სახლში აკუსტიკური ტონების ხარისხიანად გადანაწილებას.

როგორც ხედავთ, ხის იატაკი მრავალი ღირსებით გამოირჩევა. მისი დადებითი თვისებების გამო, ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ხარისხსა და დახვეწილ დიზაინს ერთ პროდუქტში ეძებენ, არჩევანს სწორედ ხის იატაკზე აჩერებენ.

იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, გალერია დემასის ვებგვერდზე მარტივად იპოვით თქვენთვის სასურველ ხის იატაკს, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ჩვენთან შეხვდებით ისეთ ცნობილ და ხარისხიან ბრენდებს, როგორიცაა:

Boen
Gunreben
Spacva.

მათ კი, ვისაც ფიზიკური შოპინგი მეტად იზიდავს, გალერია დემასის ფილიალებში სტუმრობისას, დახმარებას სპეციალურად გადამზადებული პროფესიონალი ადამიანები გაუწევენ.
R

კომენტარის დამატება