ფოტოგრაფმა ძველი ავტოფარეხი დახვეწილ ბინად აქცია - რამდენიმე კვადრატულ მეტრში მოწყობილი თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი

საფრანგეთში, ქ. ბორდოში სეირნობის დროს ცოტა ვინმე თუ მიაქცევდა ყურადღებას ძველ ავტოფარეხს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობდა. ეს ძველი ავტოფარეხი ერთადერთი ხელმისაწვდომი უძრავი ქონება აღმოჩნდა ფოტოგრაფისთვის. მართალია, შესაძენი ობიექტი არაფრით მოსწონებია, უბრალოდ შანსი მიეცა, ჰქონოდა საკუთარი ჭერი. მიუხედავად ამისა, არ შეუშინდა ახალ გამოწვევას - კრეატიულ ფოტოგრაფს უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა ყველაფრის გადაკეთება და ძველი ფარეხისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

ევროპაში უძრავი ქონების ფასები ძალიან მაღალია, ამ ძველ ფარეხში ჩვენს კრეატიულ ფოტოგრაფს 100 ათას დოლარზე ოდნავ მეტის გადახდა მოუწია და ითვლება, რომ
ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია.

მიუხედავად მეგობრების რჩევისა, რომ არ ღირდა მსგავს ავანტიურაში ჩაბმა, ფოტოგრაფმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და საბოლოოდ ფარეხი მისი საკუთრება გახდა.

ტრანსფორმაციაც დაიწყო. დასახმარებლად ფოტოგრაფმა მეგობარ არქიტექტორს მიმართა, რომელიც შეჰპირდა, რომ ერთი შეხედვით საცხოვრებლად გამოუსადეგარი ადგილიდან მშვენიერ სახლს შექმნიდნენ.

42 კვ.მ ფართიდან მხოლოდ სტუდიოს ტიპის ბინის გაკეთება იყო შესაძლებელი. მეორე სართულის დაშენების საშუალებს შენობა არ იძლეოდა. სახლს მინის დიდი ვიტრაჟები გაუკეთდა.

საინტერესოა, რომ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, ასევე საინჟინრო კომუნიკაციები, სანტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩათვლით, 187 ათასი დოლარი დაჯდა, რაც ასევე არცთუ იაფია. ამ ფასად ფოტოგრაფს კი შეეძლო პატარა სახლის ყიდვა, თუმცა არა ისტორიულ უბანში, არამედ ბორდოს გარეუბანში. შეღავათი ისიც იყო, რომ თანხა მას მთლიანად არ სჭირდებოდა, ხარჯები შეეძლო ეტაპობრივად გაეღო.



არქიტექტორის და ფოტოგრაფის რისკი გამართლებული აღმოჩნდა, შედეგად მათ შესანიშნავი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლი მიიღეს, რომელშიც ძველი ფარეხის kკვალის ამოცნობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.


შეზღუდულ სივრცეში რაციონალურად არის გადანაწილებული შესასვლელი, მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახები. სტუდიოს ტიპის ბინისთვის მეტი სივრცის მისანიჭებლად სახლის ბოლოში მუხის კონსტრუქცია გამოიყენეს. ეს გახლავთ ერთგვარი სახლი სახლში. კონსტრუქციაში იმალება საპირფარეშო და აბაზანა. აქვე არის სამრეცხაო, საძინებელი და სახლის ოფისი. კონსტრუქციის მეორე მხარეს არის კიბე, რომელიც მანსარდაში, საძინებელში ადის. საწოლის ზემოთ, ჭერში ფანჯარაა. გადაწყვეტილება ნამდვილად ორიგინალური და საინტერესოა, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები