სად და როგორ უნდა დავკიდოთ ტელევიზორი - 5 საჭირო რჩევა

დღესდღეობით ტელევიზორი ინტერიერის უმთავრესი ატრიბუტია. ფაქტია, რომ ის ისე უნდა მოათვსოთ ოთახში, რომ მთავარი აქცენტი მასზე კეთდებოდეს, თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ მისი ყურება საკმაოდ არაკომფორტულია. გვინდა გითხრათ, რომ არსებობს სულ მცირე 5 მოქმედი რჩევა, თუ როგორ დაკიდოთ ტელევიზორი ისე, რომ მისი ყურება ოთახის ნებისმიერი წერტილიდან იყოს მოსახერხებელი.


1. ადგილი
პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ არა იმაზე, სად დადგათ ან დაკიდოთ ტელევიზორი, არამედ იმაზე, სად შეიძლება მოკალათდეთ ყველაზე კომფორტულად ტელევიზორის საყურებლად. როდესაც გააკეთებთ არჩევანს, საიდან ჯობს ყურება, მაგალითად სავარძლიდან თუ ოთახის

სასადილო ზონიდან, მხოლოდ მას შემდეგ მოარგეთ ამ ადგილს ტელევიზორი. ეცადეთ ტელევიზორი არ მოათავსოთ ფანჯრის პირდაპირ, მზე ყურების დროს ხელს შეგიშლით, თუ სხვა გზა არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ რაც შეიძლება სქელი ფარდები. შესაძლოა ავტომატური ფარდა-ჟალუზების დამონტაჟებაც, რომელიც ბევრად კომფორტულია ხმარებისას.


2. სიმაღლე
სიმაღლის ასარჩევად, რა ადგილას დაკიდოთ პლაზმური ტელევიზორი, აუცილებლად გაითვალისწინეთ ფაქტორი, თუ საიდან უნდა უყუროთ ტელევიზორს. თუ ეს არის სამზარეულო და ტელევიზორის ყურება საჭმლის კეთების დროს მოგიწევთ, ე.ი. ძირითადად ფეხზე უნდა იდგეთ. შეტრიალდით და მიაპყარით მზერა კედელს, სადაც შეჩერდება თქვენი მზერა, იქ უნდა დაკიდოთ ტელევიზორიც. სწორედ ეს ადგილი უნდა იქცეს ოთახის ცენტრად.
იგივე მეთოდს მიმართეთ სხვა პოზიციიდან ყურების დროსაც, მთავარია, რომ წოლის, ჯდომის ან დგომის დროს თავი იგრძნოთ კომფორტულად და არ დაიღალოთ.


3. საიმედო მონტაჟი
ტელევიზორის კედელზე დაკიდების დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ნივთი რაც შეიძლება მყარად და საიმედოდ დამონტაჟდეს. არ გირჩევთ დიდი დიამეტრის მქონე ტელევიზორის თაბაშირ-მუყაოს კედელზე დაკიდებას. ასეთი კედელი 30 კგ-ზე მეტ სიმძიმეს ვერ უძლებს. ტელევიზორის დასაკიდად იყნებენ კრონშტეინს, ეცადეთ, რომ ის იყოს რეგულირებადი, რათა ადვილად შეძლოთ ტელევიზორის საჭირო მიმართულებით მიტრიალება.


4. შელამაზება
იდეალური ვარიანტია, თუ ბინის რემონტის დროს თავიდანვე გაითვალისწინებთ იმ ადგილს, სადაც უნდა დაკიდოთ ტელევიზორი და საკომუნიკაციო სადენებს კედელში დამალავთ. რაც შეეხება დენის წყაროებს, ეცადეთ ის რამდენიმე გააკეთოთ, 2 ან 3. თუ მეტი მოგივათ, არ არის პრობლემა, მთავარია, არ დაგაკლდეთ, თან გაითვალისწინეთ, ტელევიზორის გარდა კიდევ ბევრი რამის მიერთება დაგჭირდებათ.


5. ზომა
ბევრი ადამიანი ოცნებობს ვებერთელა პლაზმურ ტელევიზორზე. დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფასების გათვალისწინებით ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი ან აუხდენელი ოცნება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ამ ოცნების რეალობად ქცევა, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. დაიმახსოვრეთ, სანამ ტელევიზორის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად გაითვალისწინეთ თქვენი ოთახის ზომა, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას. სპეციალისტების თქმით, ოპტიმალური ზომის ეკრანი, რომელიც თვალებს ძალიან არ გადაგიღლით, დიაგონალი 3-4-ია. ასეთი ეკრანის ყურება უმჯობესია 3-4 მეტრიდან. თუ ამ წესს დაიცავთ, თქვენ საგრძნობლად დაზოგავთ თქვენს მხედველობას.

კომენტარები

ტარიელ ჩხეიძე 2021-04-14 05:02
სამკუთხედში ტელევიზორის თაროს დიზაინი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები