როგორ მოვრთოთ სახლი წიწვოვანი მცენარეებით

ზამთარი დადგა. კარს მოგვადგა ახალი წელიც. სწორედ ის დროა, ინტერიერი წიწვოვანი მცენარეებით დავამშვენოთ. დიახ, ამ სეზონის მთავარი დეკორი ნაძვები და წიწვებია. ეს მცენარეები იანვარ-დეკემბრის სიმბოლოდ მიიჩნევა. შემოგთავაზებთ საუკეთესო იდეებს, როგორ მოვრთოთ სახლი წიწვოვანი მცენარეებით.

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა სახლის მოსართავად წიწვების თაიგულია. მოათავსეთ ლამაზი თაიგული საძინებელში ტუმბოზე ან სასადილო მაგიდის შუაგულში და საახალწლო განწყობა გარანტირებული გექნებათ.

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა სახლის კარის და კედლების მოწნული მცენარეებით დამშვენება.

ეს კი ულამაზესი სასანთლეებია, რომელიც თქვენს ოჯახში ზღაპრულ ატმოსფეროს შემოიტანს.

ვისაც სახლის
დეტალურად მორთვა მოსწონს, ეს ვარიანტი ნამდვილად მოეწონება. გააფორმეთ თქვენი სარკე და დატკბით საახალწლო განწყობით.

დახვეწილ, კლასიკურ სუფრას კიდევ უფრო დაამშვენებს გემოვნებით შერჩეული წიწვოვანი ტოტები.

კერძო სახლის მფლობელებისთვის კი საუკეთესო ვარიანტია კიბეების საახალწლოდ მორთვა.

ნურც აბაზანას დაივიწყებთ, აქ ხომ საკმაო დროს ატარებთ და თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ, ამაში სწორედ ლამაზი მცენარეები დაგეხმარებათ.

რა ლამაზად გამოიყურება ლამაზად მორთული ჭაღი.

ინდივიდუალურად მორთული თეფშები და ჭიქები დიასახლისის დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს.

არც კარადები, ბუხარი და თაროებე დაივიწყოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები