ხის უნიკალური ნივთები ქართული ორნამენტებით, სვანი ხელოვანისგან - "მინდა, სახელოსნო გავხსნა და ბავშვებს ვასწავლო ხეზე ჭრა, რომ არ დაიკარგოს ეს საქმე..."

დღეს მერაბ ზურებიანს გაგაცნობთ, ახალგაზრდა ხელოვანს სვანეთიდან, რომელიც მართლაც ძალიან დახვეწილ ნაკეთობებს ქმნის და ბევრი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. ხის ზარდახშები, საათები, ნახატები და განსაკუთრებით კი სვანური ყიფაცხოვრებისთვის დამახასიათებელი, ტრადიციების ნაწილი მახვშის სკამები.
მერაბი ამბობს, რომ ბავშვობიდან შეუყვარდა ეს საქმე და დღემდე მისი ერთგულია. 



- ჯერ კიდევ ბავშვობიდან შემიყვარდა ეს საქმე. სკოლის პერიოდში გვასწავლიდნენ და დიდი ინტერესი გამიჩნდა. მერე კიდევ ცოდნა ავიმაღლე ამ სფეროში და წლებია, ხეზე ვმუშაობ. 

- რამდენად რთულია ხეზე მუშაობა და ძირითადად რომელი ჯიშის ხეზე მუშაობთ?
- შედარებით რთულია კაკლის მასალაზე მუშაობა. მე ძირითადად ცაცხვის მასალაზე ვმუშაობ. 

- რა დრო მიაქვს საქმეს, დაახლოებით რამდენი ხანი გჭირდებათ თუნდაც ერთი სვანური სკამის, ე.წ. მახვშის სკამის დასამზადებლად?
- იმდენად საინტერესო საქმეა და ისე ჩამითრევს ხოლმე, რომ ხანდახან ღამის 2-3 საათამდე ვმუშაობ. ერთ სკამს დაახლოებით ერთი თვე უნდა, გააჩნია, რამდენად რთული ორნამენტებია ამოსაჭრელი. ძირითადად, ძველ ქართულ და სვანურ ორნამენტეს ვიყებებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? სახელოსნოს
გახსნაზე ხომ არ ფიქრობთ?

- კი, ძალიან მინდა, სახელოსნო მქონდეს სვანეთში. ვფიქრობ, გავაკეთო და მინდა ვასწავლო ბავშვებს ხეზე ჭრა, რომ ეს საქმე არ დაიკარგოს.





კომენტარები

ლია 2023-03-04 09:18
ბრავო!!!!!!!!!!!!!!!!!!
ნანა 2023-03-02 13:22
რა დახვეწილი ნაკეთობებია... აუცილებლად უნდა ასწავლოთ ბავშვებს...
fora 2023-02-27 11:22
ულამაზესი ნივთებია! ასეთი დიდი სკივრი მექნებოდა სიამოვნებით
ცისი 2023-02-24 10:35
წარმატებებიიი????????????
.. 2023-02-23 10:48
საოცრებაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები