ქალმა მძივები ქინძისთავებზე წამოაცვა... რაც აქედან გამოვიდა, იმის გაკეთება თქვენც მოგინდებათ!

სამკაულები ნებისმიერი ქალბატონის სუსტი წერტილია. ცოტა დრო და ცოტა მონდომება -ეს ორი ფაქტორი საკმარისია ახალი სამკაულის შესაქმნელად. ჩვენ კი შევეცდებით, ახალ-ახალი იდეები მოგაწოდოთ ხოლმე.
თუ გიყვართ სამაჯურები, მოამზადეთ:

1. ინგლისური გულსაბნევები, იგივე "ბულავკები"
2. ბისერები
3. რეზინი

მომზადება
1. შეარჩიეთ ისეთი ბესერები, რომლებიც ადვილად წამოეცმევა თქვენს გულსაბნევს. მთავარია, ფერი შეარჩიოთ სწორად. შეგიძლიათ რამდენიმე ფერი შეუხამოთ ერთმანეთს. ააცვით ეს ბისერები გულსაბნევზე. ამის გაკეთება გაგიმარტივდებათ ბრტყელ ზედაპირზე.
2. იმისათვის, რომ გამოგივიდეთ ორიგინალური სამაჯური, ბისერების დაახლოებით 90 ინგლისურ გულსაბნევზე აცმა

დაგჭირდებათ.
3. რეზინი 2 ნაწილად გაყავით და ორივეს ბოლო გაკვანძეთ.

4. ყველაზე საინტერესო - რეზინი გულსაბნევის რგოლში გაატარეთ.
5. იმისათვის, რომ თქვენი ნამუშევარი გამოვიდეს აკურატული, გულსაბნევები დაალაგეთ მაგიდაზე.

6. როდესაც ამ პროცესს დაასრულებთ, მოიზომეთ, გერგებათ თუ არა სამაჯური ხელზე.
7. მოაჭერით რეზინის ზედმეტი ნაწილი და ქალის შესანიშნავი სამკაული მზად არის.

ბისერების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვანაირი მძივები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროსფერი გულსაბნევები.

ასეთი სამაჯურების გაკეთება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ეს ასევე მშვენიერი გასართობია ბავშვებისთვის. იგივე პრინციპით შეგიძლიათ გააკეთოთ გულსაკიდი.

კომენტარის დამატება