აი, როგორი ორიგინალური საზაფხულო ფეხსაცმლის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვეულებრივი შლოპანცებისგან

მართლაც ორიგინალურია, ამასთან, ფეხიც სუნთქავს და სახმარადაც ძალიან კომფორტულია.

თუ გაქვთ ასეთი შლოპანცი (რა თქმა უნდა, უმჯობესია ის იყოს მაღალი ხარისხის) და მისი ხმარება მოგბეზრდათ ან უბრალოდ გაგიფუჭდათ, ნუ იჩქარებთ გადაყრას. შლოპანცის ძირების, ყაისნაღისა და მონდომების წყალობით მშვენიერი საზაფხულო ფეხსაცმლის მფლობელი შეიძლება გახდეთ.

ასეთი ფეხსაცმელი ძალიან უხდება საზაფხულო სტილს, ასევე ჯინსს.

მაშ ასე, მშვენიერი საზაფხულო ფეხსაცმლის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდებათ:

* 2,5 სმ სისქის ყაისნაღი

* 4,5 სმ სისქის ყაისნაღი

* ძაფი

მახათი

მარტივი საქსოვი სქემა

1. შლოპანცის ძირი თქვენი საზაფხულო

ფეხსაცმლის მთავარი ატრიბუტია. ასე რომ, აიღეთ მაკრატელი და დაშალეთ თქვენი ძველი შლოპანცები.



2. აიღეთ მახათი და კიდიდან მოშორებით ძირებს ნახვრეტები გაუკეთეთ. იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ ამ ნახვრეტების რაოდენობა და ერთმანეთისგან დაშორება, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული სქემა.



3. დაიწყეთ ძირის ქსოვა, ამისთვის თქვენ მოგიწევთ ყაისნაღით ქსოვის პრინციპის გამოყენება. ამ შემთხვევაში იდეალურად გამოგადგებათ ფერადი სინთეტიკური ძაფი.



4. საზაფხულო ფეხსაცმელი პრაქტიკულად მზად არის. ვინც ქსოვა იცის, მისთვის ეს უმარტივესი პროცესია.



5. მშვენიერი შესაკრავია, არა?



6. ამ მეთოდით მოქსოვილი საბავშვო ფეხსაცმელიც ძალიან პრაქტიკულია. გადასახალისებლად შესაკრავის გაკეთებაც შეგიძლიათ.



7. აი, ასე მაგრდება ძაფი ქსოვის დასაწყისში.



როგორც უკვე გითხარით, ასეთი ფეხსაცმლის გაფორმება უამრავი დეტალით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს მძივები, რეზინები, ძაფები და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები