"მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წყევლას წარმოთქვამდა... თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შეძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს ამოიღებდა" - გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს:


"ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა მას მაწყევარი გაუჩნდებოდა... წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში... მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმინდა ხესთან, ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა... ჰოდა მაშინ "გამოიჭედებოდა", "დაიკლიტებოდა" დაწყევლილის მომავალი... თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შესძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს კედლიდან ან მერქანიდან ამოიღებდა... დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა... დღეს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი
ვნახე, საბედნიეროდ ყველა კედლიდან ამოღებული. ადამიანთა მოდგმის ცოდვა-ბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები, ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარი მოწმეებიც არიან".

კომენტარები

ნათია 2023-08-29 15:28
როგორ მეშინოდა ბავშვობაში რომ გავიგებდი ამის შესახებ,მახსოვს ბევრჯერ უთქვამთ უფროსებს დაწყევლა და გადასცაო,ლურსმანი ხეს მიაჭედაო????????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი