"ამ ნივთების გატეხვა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს" - რა მიგანიშნებთ სახლში, რომ ვიღაცას თქვენთვის ცუდი უნდა


ამ ნივთების გატეხვა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს



ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: ირგვლივ მყოფი ადამიანები, ბუნება და განსაკუთრებით, სახლი ჩვენი შინაგანი პრობლემებისა და ჩახშობილი ემოციების ანარეკლია. ისინი გვაძლევენ ნიშნებს, რომ დროა შეცვალოთ რაღაც ცხოვრებაში. ლეგენდარული ნათელმხილველი ვანგაც კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ყოველდღიურ დეტალებს. ის ხშირად ეუბნებოდა სტუმრებს, რომ სახლში გატეხილი ესა თუ ის ნივთი შესაძლოა რამის მომასწავებელი ყოფილიყო.

ხშირად გადამწვარი ნათურები

ნათურა ყველა ოჯახში შეიძლება გადაიწვას, ეს ნორმალურია, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ეს დღეში რამდენჯერმე განმეორდეს, ეს არის სახლში დაგროვილი უარყოფითი ემოციების
სიგნალი. შესაძლოა, ოჯახში ბევრი გამოუთქმელი წყენა, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია და ბრაზია დაგროვილი. განიხილეთ და მოაგვარეთ პრობლემები ოჯახის წევრებთან რაც შეიძლება მალე.
გარდა ამისა, ნათურების ხშირი დაზიანება შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხო ადამიანებისგან წამოსულ ნეგატივთან: ვინმე გაბრაზებულია ან ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. დაფიქრდით, ვისთან დადგა თქვენი ურთიერთობის გარკვევის დრო და ვისთან ჯობია საერთოდ შეწყვიტოთ ურთიერთობა?

კარები და საკეტები


კარი სახლის გარე ფაქტორებისგან იცავს, ის დაცვის სიმბოლოა. თუ ის მოულოდნელად ცუდად იკეტება, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ცრუ მიზნისკენ მიისწრაფვის: როგორც ჩანს, სახლი მას არ უშვებს. მაგრამ კარზე გატეხილი საკეტი იმაზე მეტყველებს, რომ გარშემო არაკეთილსინდისიერი ადამინები არიან.

გაფუჭებული საათი

მიუხედავად ელექტრონული გაჯეტების სიმრავლისა, ბევრ სახლში მაინც მოიძებნება ჩვეულებრივი კედლის ან მაგიდის საათი. ვანგას სჯეროდა, რომ გაფუჭებული საათი შეიძლება გარდაუვალ წარუმატებლობას წინასწარმეტყველებდეს. ბევრი ეზოთერიკოსი იზიარებს მის აზრს და თვლის, რომ წყობიდან გამოსული საათი შეიძლება პრობლემების საწინდარი იყოს. როგორც ვიცით, კედლის ან მაჯის საათები ხშირად ჩერდება მათი მფლობელის გარდაცვალების მომენტში. დროის მსვლელობა ხომ თავად ცხოვრების მსვლელობაა და საათის არშეკეთება იგივეა, რაც სერიოზული ავადმყოფობის იგნორირება.

გაფუჭებული ონკანი

ონკანიდან წყლის ჟონვა ენერგიის დაკარგვას ნიშნავს. როგორც წესი, მფლობელი განიცდის ქრონიკულ დაღლილობას და გაღიზიანებას, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს . მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, სად მიდის თქვენი სიცოცხლისუნარიანობა? კანალიზაციის ხშირი გაჭედვა კი იმის მომასწავებელია, რომ თქვენს გარშემო არაკეთილსინდისიერი და ბოროტი ადამიანები არიან, რომლებსაც უარყოფითი ენერგია მოაქვთ. დროა "გაწმინდოთ" არა მხოლოდ კანალიზაციის სისტემა, არამედ თქვენი აურა.

კომენტარები

gaga 2024-04-20 09:37
წუხელის ალბათ ქარი ქროდა!

კომენტარის დამატება