თანამედროვე, მოდური, თუმცა მოუხერხებელი – 5 ტენდენცია ინტერიერში, რომელიც გაგაღიზიანებთ


ფოტოებზე ინტერიერი ზოგჯერ ძალიან ლამაზად გამოიყურება და ბევრი დიასახლისი ოცნებობს, რომ მსგავსი თავადც ქონდეს, მაგრამ გირჩევთ, რაღაც-რაღაცეებზე გულს ნუ დაიწყვეტთ. ბევრი რამ ფოტოზე ეფექტურია, თუმცა რეალურად არაპრაქტიკული და ამის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ. გთავაზობთ რამდენიმე საყურადღებო რჩევას.

1. მინის ნიჟარა



მიუხედავად იმისა, რომ მინის ნიჟარა ფოტოებზე ძალიან ეფექტურია და თითქოს მოსახერხებელიც არის რეალურად ასე როდია, ის ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ის მუდმივად საჭიროებს წმენდას არა მარტო შიგნიდან, არამედ გარედანაც, რათა წყლის შხეფები უშნოდ არ მოჩანდეს.

2. ფეხებიანი აბაზანა



ცენტრში განთავსებული
ასეთი აბაზანა ძალიან ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურება, თუმცა ძალიან მოუხერხებელია. ასეთ აბაზანაში ვერ მიიღებთ შხაპს, თუ წრიული ფარდა არ ჩამოკიდეთ, სიმაღლის გამო ამოსვლა და ჩასვლა გაგიჭირდებათ, ერთი სიტყვით ასეთ აბაზანაზე გული ნურასდროს დაგწყდებათ.

3. ღია თაროები



ძალიან არაპრაქტიკულია სახლში ღია თაროები, განსაკუთრებით სამზარეულოში და განსაკუთრებით გაზქურის მახლობლად.

4. ნიჟარა ფანჯარასთან



ბევრი დიასახლისის ოცნებაა ჭურჭლის რეცხვა და თან ლამაზი ხედებით ტკბობა, თუმცა არც ისე პრაქტიკული. რეალურად ასეთი განლაგების შემთხვევაში ფანჯრის იმაზე მეტად წმენდა მოგიწევთ ვიდრე წარმოგიდგენიათ.

5. გრძელი ფარდები



გეთანხმებით, გრძელი ფარდები ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ დაფიქრებულხართ იმაზე, რამდენი მტვერი გროვდება მის ქვეშ? ასე რომ, გირჩევთ ფარდის ზომა ისე დაარეგულიროთ, რომ ზედმეტი პრობლემა კი არ შეგექმნათ, სიამოვნება მოგანიჭოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები