როგორ მოვიწყოთ პატარა საძინებელში ოთახ-გარდერობი

თანამედროვე დიზაინერები სულ უფრო ხშირად აპროექტებენ ბინებს ისე, რომ საძინებელს თან ახლავს ოთახ-გარდერობი. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის გამოყოფილი სპეციალური ფართი იმის გარანტიაა, რომ თქვენი სახლი ყოველთვის სუფთა და დალაგებული იქნება. სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს საშუალება ასეთი ოთახი ოქონიოს, ძველი პროექტის ბინებს ხომ ძალიან პატარა საძინებლები აქვს. ჩვენ შევეცდებით მაინც მოვნახოთ რაიმე გზები და პატარა საძინებლის მეპატრონეებს დავეხმაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

რაც შეეხება ოთახ-გარდერობის შიდა მხარეს, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია.
პირველ რიგში გირჩევთ , სახლის ან ამ ოთახის დაპროექტების დროს გაითვალისწინოთ, რა ნივთების

შენახვას აპირებთ და ისე მიღოთ გადაწყვეტილება.

ოთახ გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს:

  • გრძელი ნივთების საკიდი;
  • მოკლე ნივთების საკიდი,
  • სამ-სამი უჯრა ოჯახის თითო წევრისთვის თეთრეულის შესანახად;
  • თარო სპორტული და არაკუჭვადი ტანსაცმლისთვის
  • უჯრა განყოფილებებით საათების, ქამრებისა და სხვა აქსესუარების შესანახად;
  • ზედა თარო სამგზავრო ჩანთებისა და არასეზონური ტანსაცმლის შესანახად;
  • ღია თარო ფეხსაცმლის შესანახად მინიმუმ ორ რიგად;

თუ თქვენ არ გაკვთ ფართი ზემოთ აღნიშნული კომფორტული ოთახ-გარდერობისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური საკიდი.
მართალია, ეს მეთოდი საკმაოდ ტრივიალურია, რადგან ნებისმიერ ადამიანს იმაზე მეტი ნივთი აქვს, ვიდრე ამ საკიდზე შეიძლება მოთავსდეს, თუმცა არასეზონური ტანსაცმელი შეგიძლიათ სხვაგანც შეინახოთ.
ასეთი სტილი მოსწონთ უფრო ხელოვან და მოდის სფეროში მომუშავე ხალხს.

დააპროექტეთ ნიშა კარადის ჩასაშენებლად

თუ თქვენს ოთახში არ არის ნიშა, შეგიძლიათ თავად შექმნათ იგი ძალიან მარტივად, უბრალოდ, თქვენ უნდა შეუკვეთოთ შესაბამისი ზომის ფურნიტურა და მასში მოათვსებთ სათავსოებს. თქვენს მიერ შექმნილ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციას გარედან შეფუთავთ იგივე ფერის და მასალის მატერიით, როგორიც არის დანარჩენი კედელი. ასე იქმნება შთაბეჭდილება. რომ თქვენი კარადა კედელშია ჩაშენებული.

გამოიყენეთ სივრცე საწოლის თავთან

თუ თქვენ არ გაწუხებთ ფობია იმისა, რომ გვერდებსა და თავზე კარადა იქნება მოთავსებული, ეს ვარიანტი ძალიან დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ. ყველა საძინებელშია შესაძლებელი საწოლის თავზე მსგავსი სათავსოს გაკეთება, რომელშიც თავისუფლად მოათავსებთ იმ ნივთებს, რომელთაც ჩვეულებრივ, საწოლების გვერდით მდებარე ტუმბოებში ინახავენ ხოლმე. ამ შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ ადგილს. საწოლების გვერდით და ტუმბოების მაგივრად შეიძლება დაიდგათ ორი სრულფასოვანი კარადა, ასე თქვნ პირობითად ყოფთ ტერიტორიას და თითოეულმა თქვენგანმა ზუსტად იცის მისი ადგილი.

ნუ უგულვებელყოფთ სარკის ეფექტს

რაც პატარაა ოთახი, მით ეფექტურია მასში სარკეებიანი ზედაპირის გამოყენება. რაც შეეხება კარადას, კარებებზე დამონტაჟებული სარკე ორმაგ სამსახურს გაგიწევთ, ის შეასრულებს მის პირველად ფუნქციას, ანუ გექნებათ დიდი სარკე, რომელიც ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს. ერთადერთი უარყოფითი მომენტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სარკეს ჭირდება ხშირი და საგულდაგულო წმენდა.

გააკეთეთ მინის ტიხარი
ეს საკმაოდ ორიგინალური და თამამი გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში მინა შეიძლება იყოს დაბურული, ნახევრად დაბურული ან მთლიანად გაჭვირვალე.ამ მეთოდის გამოყენება ძალიან ეფექტურია თანამედროვე ტიპის ბინებში და გამოდგება პედანტი და მოწესრიგებული ადამიანებისთვის. ასეთი კარად დაგიზოგავთ კარი გაღების რადიუსს. მას კარები უმონტაჟდება რელსებზე და ისინი გორგოლაჭებით გორაობენ.

თუ თქვენს ოთახში არის ნიშა
თუ თქვენს ოთახში არის ნიშა, ეცადეთ ის კარადის ჩასაშენებლად გამოიყენოთ, ამ შემთხვევაშიც ეცადეთ გასაგორებელი კარგი გააკეთოთ, ის დაზოგავს ადგილს.

ნუ შეგაშინებთ ღია გარდერობი

თუ ოთახი ძალიან პატარა გაქვთ, ნუ გადატვირთავთ მას ნურანაირი კარადებით და კარებებით, შეუკვეთეთ კარგი ხარისხის საგარდერობე სისტემა. ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ სისაუფთავეზე განსაკუთრებული ზრუნვა, რადგან ყველაფერი ხელის გულზე იქნება.


შირმა
ჩვენ გირჩვედით მობილური საკიდის განთავსებას, თუმცა ნუ დაგავწყდებთ, რომ დაგჭირდებათ გამოსაცვლელი ადგილიც. ამ შემთხვევაში გირჩევთ შირმის გამოყენებას, ეს ძალიან ლამაზი იქნება, თან პრაქტიკული და თქვენს საძინებელს პიკანტურ, იდუმალ ელფერს და სიმყუდროვეს შესძენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები