ვე­ნუ­რი სკა­მი - ყვე­ლა­ზე გან­თ­ქ­მუ­ლი სკა­მის მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი ოდი­სეა

ვე­ნა მხო­ლოდ ვალ­სის სამ­შობ­ლო რო­დია, მსოფ­ლი­ოს­თ­ვის ასე­ვე კარ­გად არის ცნო­ბი­ლი აქა­უ­რი სკა­მე­ბი. ავ­ს­ტ­რი­ამ მსოფ­ლი­ოს აჩუ­ქა „მო­დე­ლი #14“ და სწო­რედ ამ ციფ­რით და­იწყო დი­ზა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში ვე­ნუ­რი ავე­ჯის ხა­ნა. დახვეწილი, გა­მოყ­ვა­ნი­ლი ფე­ხე­ბი, ხის კლა­სი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა, ელე­გან­ტუ­რო­ბის, უბ­რა­ლო­ე­ბი­სა და მდგრა­დო­ბის სა­ო­ცა­რი შე­ხა­მე­ბა - აი, ეს არის ვე­ნუ­რი სკა­მის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც ავე­ჯის მა­ღა­ლი მო­დის ნი­მუ­შად იქ­ცა.


ვე­ნუ­რი სკა­მი "მო­დე­ლი #14" - არც ერ­თი წვე­თი წე­ბო

ვე­ნუ­რი სტი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბით, დახ­ვე­წი­ლი ხა­ზე­ბი­თა და გრა­ფი­კუ­ლი სი­ლუ­ე­ტით. კლა­სი­კუ­რი ვე­ნუ­რი ავე­ჯი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი წიფ­ლი­სა და კაკ­ლის ხი­სა­გან.
მაღალი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად კუს ბაკ­ნი­თა და სპი­ლოს ძვლით აფორ­მე­ბი­ნებ­დ­ნენ ავეჯს.



ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბი ვე­ნუ­რი ავე­ჯის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, თუმ­ცა ხე­ზე მუ­შა­ო­ბის ეს ტექ­ნო­ლო­გია ინ­გ­ლის­ში ჯერ კი­დევ მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით ამ­ზა­დებ­დ­ნენ სკა­მე­ბი­სა და სა­ვარ­ძ­ლე­ბის გრეხილ სა­ზურ­გე­ებს. ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბი კი ამით სე­რი­ო­ზუ­ლად მხო­ლოდ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. ეს ტექ­ნო­ლო­გია ხის წყლის ორ­თ­ქ­ლით და­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. ხეს მდუ­ღა­რე წყალ­ში ალ­ბობ­დ­ნენ ან ორ­თ­ქ­ლ­ში ატა­რებ­დ­ნენ. სწო­რედ ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ხდე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ხის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მის მი­ცე­მა. ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი და ნაკ­ლებ­ხარ­ჯი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და.

პირ­ვე­ლი ვე­ნუ­რი ავე­ჯის ავ­ტო­რად ფირ­მა "ძმე­ბი ტო­ნე­ტე­ბი" მი­იჩ­ნე­ვა, ას­ვე სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ი­ა­კობ და იოსებ კო­ნი". სწო­რედ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ პირ­ვე­ლად ხის მოდრეკით და მო­დე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით გა­ავ­რ­ცე­ლეს. პა­რიზ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო გა­მო­ფე­ნა­ზე 1878 წელს, ამ ორ­მა კონ­კუ­რენ­ტ­მა კომ­პა­ნი­ამ თი­თო ოქ­როს მე­და­ლი მი­ი­ღო, თუმ­ცა ტო­ნე­ტი ერ­თი ნა­ბი­ჯით და­წი­ნა­ურ­და.

მი­ქა­ელ ტო­ნე­ტი გან­თ­ქ­მუ­ლი იყო სკა­მის ფე­ხე­ბი­სა და სა­ზურ­გის სა­უცხოო მო­დე­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად ექ­ს­პერ­ტე­ბი ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ხე­დავ­დ­ნენ და სკა­მე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე პა­ტენ­ტის გა­ცე­მის­გან თავს იკა­ვებ­დ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ყიდ­ვა­ში გა­მოჩ­ნ­და ჯერ "სკა­მი #1" - მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ით. ამ მო­დელს "შვარ­ცენ­ბერ­გულ სკამ­საც" უწო­დე­ბენ. სრულ­ყო­ფი­ლე­ბას კი ოს­ტატ­მა სკა­მის მხო­ლოდ მე-14 მო­დე­ლის დამ­ზა­დე­ბის დროს მი­აღ­წია. "მო­დე­ლი #14" 1859 წელს შე­იქ­მ­ნა. ეს გახ­ლავთ მე­ტად დახ­ვე­წი­ლი, უბ­რა­ლო და სა­ოც­რად მდგრა­დი სკა­მი. კონსტრუქცია შედ­გე­ბო­და ექ­ვ­სი დე­ტა­ლის­გან და დაშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყი­დე­ბო­და. სკა­მის აწყო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გახ­ლ­დათ, რაც დამ­კ­ვეთს სე­რი­ო­ზუ­ლად ახა­ლი­სებ­და. მე-14 მო­დე­ლს წე­ბო არ სჭირ­დე­ბო­და, ის ჭან­ჭი­კე­ბით იწყო­ბო­და.



ამ არ­ც­თუ ძვი­რად ღი­რე­ბულ­მა სკა­მებ­მა თით­ქ­მის მთე­ლი ევ­რო­პა და­იპყ­რეს. სხვა­თა შო­რის, სა­ქა­ნე­ლა-სა­ვარ­ძ­ლე­ბიც სწო­რედ ტო­ნე­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის მი­ერ არის შექ­მ­ნი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ კომ­პა­ნი­ამ გა­მო­უშ­ვა სა­სა­დი­ლო, ჟურ­ნა­ლის, ტუ­ა­ლე­ტის მა­გი­დე­ბი, ასე­ვე - სა­წო­ლე­ბი.

ვე­ნუ­რი ავე­ჯი დღე­საც დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი და უბ­რა­ლო ვი­ზუ­ა­ლის წყა­ლო­ბით ეს ავე­ჯი უნი­ვერ­სა­ლუ­რად ით­ვ­ლე­ბა და ნე­ბის­მი­ერ სტილს ფან­ტას­ტი­კუ­რად ერ­წყ­მის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტო­ნე­ტე­ბის კომ­პა­ნი­ამ სა­ბავ­შ­ვო ავე­ჯის წარ­მო­ე­ბაც და­იწყო. ვე­ნუ­რი ავე­ჯის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პლუ­სი გამ­ძ­ლე­ო­ბაა, იგი მრა­ვა­ლი წე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა პატ­რონს.

რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თი, ტო­ნე­ტის სკა­მიც საკ­მა­ოდ ძვი­რად ფა­სობს. დღეს­დღე­ო­ბით გა­ყიდ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი სკა­მე­ბი ორი­გი­ნა­ლე­ბი რო­დია, ორი­გი­ნა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­თან და მუ­ზე­უ­მებ­ში ინა­ხე­ბა. ცნობისთვის, გა­სულ წელს ტო­ნე­ტის შე­დევრს 155 წე­ლი შე­უს­რულ­და.




ვე­ნუ­რი ავე­ჯის და ვე­ნუ­რი სკა­მის "ქარ­თუ­ლი" ის­ტო­რია

ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში თვა­ლი მოვ­კა­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტს, სა­დაც ავ­ს­ტ­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოდ ქცე­ულ #14 ვე­ნურ სკამ­ზე მოგ­ვითხ­რობ­დ­ნენ. სი­უ­ჟეტ­მა გა­მი­ტა­ცა და ამ­გ­ვა­რად შე­ვიტყ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტის შე­სა­ხებ სა­ხელ­წო­დე­ბით - დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა, სა­დაც ერ­თი დი­დი პრო­ექ­ტი სწო­რედ ვე­ნურ სკამს მი­ეძღ­ვ­ნა. გვე­სა­უბ­რე­ბა დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მე­ნე­ჯე­რი ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ახო­ბა­ძე:

- რო­გორც ვი­ცი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რო­მე­ლიც ვე­ნურ ავეჯს ეძღ­ვ­ნე­ბო­და. კონ­კ­რე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავ­და პრო­ექ­ტი?

- ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ვე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, ეძღ­ვ­ნე­ბო­და ტო­ნე­ტის გრე­ხი­ლი ხის ავეჯს. ვე­ნუ­რი სკა­მი, რო­მელ­საც მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ძმე­ბი ტო­ნე­ტე­ბის დრე­კა­დი ხის ფაბ­რი­კა უშ­ვებ­და, მსოფ­ლიო დი­ზა­ი­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ობი­ექ­ტია, იგი ვე­ნის კა­ფე­ე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ატ­რი­ბუ­ტი იყო და დღემ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ვე­ნუ­რი სკა­მი და ტო­ნე­ტე­ბის ავე­ჯი ავ­ს­ტ­რი­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბა.

რად­გან ვე­ნა ამ ავე­ჯის სამ­შობ­ლოა, ამი­ტომ ხდე­ბო­და მი­სი დის­ტ­რი­ბუ­ცია სხვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, რა­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი წარ­მოქ­მ­ნა ვე­ნა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნი­საა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავე­ჯის წარ­მო­ე­ბაც კი და­იწყეს ჯერ თბი­ლის­ში, ხო­ლო შემ­დეგ ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მა­რე­ლის­ში გა­იხ­ს­ნა ქარ­ხა­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა ამ ავეჯ­მა, რად­გან იაფი ღირ­და, მსუ­ბუ­ქი იყო და წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ის მზად­დე­ბო­და მო­ხარ­შუ­ლი ხის­გან), ბევ­რად უფ­რო გამ­ძ­ლე იყო, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხის ავე­ჯი.

შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ ვე­ნა­ში რა­ღაც კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ძვე­ლი ავე­ჯი გა­ა­ნად­გუ­რეს, რა­საც ტო­ნე­ტე­ბის ავე­ჯიც შე­ე­წი­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით დარ­ჩა, რად­გან რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, აქ წარ­მო­ე­ბაც კი იყო.



ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სე­მი­ნა­რი ჩა­ა­ტა­რა ცნო­ბილ­მა ავ­ს­ტ­რი­ელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ჯე­იმს სქო­უნ­მა. ჯე­იმს გილ­ბერტ სქო­უ­ნი ვე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია, მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო, მათ შო­რის, სა­მე­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­კურ­სის სტი­პენ­დია ინ­გ­ლის­ში, დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში ავ­ს­ტ­რი­ის ორი სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მია, ევ­რო­პუ­ლი პრე­მია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში – დი­ზა­ი­ნი.

ჩვენ­თან სტუ­დენ­ტე­ბი დი­ზა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას ეუფ­ლე­ბი­ან: ვი­ზუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი, ინ­დუს­ტ­რიული ანუ პრო­დუქ­ტის დი­ზა­ი­ნი, ინ­ტე­რი­ე­რი­სა და ავე­ჯის დი­ზა­ი­ნი, აგ­რეთ­ვე ტრან­ს­პორ­ტის დი­ზა­ი­ნი, სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­საც და მათ­თ­ვის მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი და ვორ­ქ­შო­ფე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

- ბო­ლო დროს საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია დი­ზა­ინი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და კარ­გია, რომ ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მომ­რავ­ლ­დე­ბი­ან...

- გე­თან­ხ­მე­ბით. ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ შევ­ძ­ლოთ დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის სწო­რად გა­დაჭ­რა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვან, და­ვუშ­ვათ, მივ­დი­ვართ თბი­ლი­სის რო­მე­ლი­ღაც ქუ­ჩა­ზე, ვიწ­რო ტრო­ტუ­არ­ზე, გზა­ში ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბას­თან გვხვდე­ბა მო­საც­დე­ლი "ჯი­ხუ­რი", რო­მე­ლიც ისე დგას, რომ ტრო­ტუ­არ­ზე ვერ გა­ივ­ლი. მო­ქა­ლა­ქე იძუ­ლე­ბუ­ლია, გად­მო­ვი­დეს სა­მან­ქა­ნო გზა­ზე და ისე გა­ი­ა­როს, ამ დროს რის­კის ქვეშ აყე­ნებს სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს, რად­გან შე­საძ­ლოა მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხოს. ყვე­ლა­ფე­რი კი იმ "ჯი­ხუ­რის" ბრა­ლია, რად­გან აქ დი­ზა­ი­ნერს არ უმუ­შა­ვია. თით­ქოს ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნე­რის გა­და­საჭ­რე­ლია, სამ­წუ­ხა­როდ ამ­გ­ვა­რი მა­გა­ლი­თი უამ­რა­ვი გვაქვს, რაც მა­ინ­ც­და­მა­ინც კარ­გად არ ახა­სი­ა­თებს ჩვენს გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მაგ­რამ იმე­დია, ნელ-ნე­ლა გა­ვი­აზ­რებთ, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მივ­მარ­თოთ და დი­ზა­ი­ნე­რის პრო­ფე­სი­აც უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა.

თეა იაკო­ბაშ­ვი­ლი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები