მატყუარა ხელოსნები, უხარისხო მასალები და არარეალური ფასები - პრობლემები, რომელსაც ავეჯის შეკვეთისას აწყდებით და რა არის გამოსავალი

თუ თქვენ ერთხელ მაინც შეგიკვეთავთ ავეჯი, გეცოდინებათ, რამდენ დროს, ენერგიასა და ნერვებს მოითხოვს ეს პროცესი. ყველაზე კარგ შემთხვევაში დაგჭირდებათ რამდენიმე შეხვედრა ხელოსანთან და დაახლოებით 2 კვირა ლოდინი. თუმცა ამბავი უარესადაც შეიძლება განვითარდეს და თანხის ნაწილის წინასწარ აღების შემდეგ ხელოსანი გაქრეს ან დამზადებული ავეჯი სულაც არ იყოს იმის ანალოგი, რაც წინასწარ აჩვენეთ მას. მოკლედ რომ ვთქვათ, ხარისიხანი ავეჯის დამზადება დღეს საქართველოში იოლი საქმე ნამდვილად არ არის. შედარებით მარტივია მზა ავეჯის მაღაზიაში ყიდვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, რადგან მაღაზიების ნაწილი
ავეჯს ხარისხთან შედარებით არაადეკვატურ ფასად ყიდის და ამის გამართლება მხოლოდ ის არის, რომ ეს ავეჯი იტალიიდან ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული. რეალურად ევროპული ავეჯი ავტომატურად ხარისხიანს არ ნიშნავს.
პრობლემები, რომელსაც ავეჯის შეკვეთისას შეიძლება წააწყდეთ, ასე გამოიყურება:

მატყუარა ხელოსნები

ხელოსნებთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე რთულად მოსაგვარებელია, რადგან მატყუარა ხელოსანს შეუძლია გადააცილოს ავეჯის დათქმულ დროს ჩაბარება, ავეჯი უხარისხო მასალით გააკეთოს ან უხარისხოდ ააწყოს. ამ ყველაფერში კი არარეალურად მაღალი ფასი გადახდევინოთ. ინდივიდულარად მომუშავე ადამიანების დიდი უმეტესობა იტყუება, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ სახელს და მათი მთავარი პრიორიტეტი მაქსიმალური მოგებაა. ამიტომ ერთდროულად იღებენ ბევრ შეკვეთას და ვერ ასწრებენ დათქმულ ვადებში ავეჯის ჩაბარებას. მეორე მხრივ, ხშირად ისინი დამკვეთებს ანახებენ სხვა ხარისხის მასალას და შეკვეთის მიღების შემდეგ სულ სხვა მასალით მუშაობენ. ეს რთული ნამდვილად არ არის, რადგან სხვადასხვა მწარმოებელი შეიძლება აწარმოებდეს ერთი და იმავე დიზაინის ლამინატს, მაგრამ განსხვავებული ხარისხით.

არარეალური ფასები

ძალიან რთულია ქართულ ბაზარზე ავეჯის რეალურ ფასად ყიდვა. მაღაზიების უდიდეს ნაწილში არარეალურად მაღალი ფასებია. ამის გამართლება კი იმ მიზეზით ხდება, რომ მის შექმნაზე ან ქართველი დიზაინერები ექსკლუზიურად მუშაობენ ან ქართული ნაწარმი არ არის. ინდივიდუალურად შეკვეთის შემთხვევაში კი მაღალი ფასის გამართლება იმით ხდება, რომ ისინი ავეჯს სერიულად არ აწარმოებენ და თითოეული შეკვეთისთვის ინდივიდულაურად მუშაობა და მასალის დაჭრა უწევთ.

უხარისხო ავეჯი

ავეჯის შეკვეთის დროს მომხმარებლისთვის რთულია გაარჩიოს, რამდენად ხარისხიანი მასალით დაუმზადებენ ავეჯს. ფრაზები „თურქული ლამინატი“, „იტალიური ლამინატი“, „შეღებილი მდფ“ მათთვის ბევრი არაფრის მთქმელია. მეორე მხრივ, თქვენ შეიძლება ძალიან ლამაზი დიზაინი შეუკვეთოთ, მაგრამ უხარისხო მასალების ან არაკვალიფიცური ხელოსნების გამო სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ. ხელოსანთან შეკვეთის შემთხვევაში გარანტია ვერ გექნებათ, რომ თქვენ საბოლოოდ უხარისხო ავეჯს არ მიიღებთ.

რა არის გამოსავალი?


გარანტირებული ხარისხი რომ მიიღოთ, უმჯობესია ავეჯი მაღაზიაში იყიდოთ. თუმცა აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მაღაზიაც. ქართულ ბაზარზე ავეჯის არაერთი მაღაზია წარმატებით საქმიანობს. მათი ნაწილი საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ყიდის, შედარებით მცირე ნაწილი კი - იმპორტირებულს. რადგან ბაზარზე ადგილობრივი პროდუქცია უფრო მეტია, დავინტერესდით, თუ როგორ ხდება ხარისხის კონტროლი ავეჯის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ ქართულ საწარმოში “ემბავუდში”, რომელიც ხარისხთან ერთად ადეკვატური ფასებითაც გამოირჩევა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული ავეჯი, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულობით და ხარისხით იქნება გამორჩეული, არამედ შექმნის მყუდრო გარემოს და გამორჩეული დიზაინით დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნას. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს რეალურ ფასად ვაკეთბთ. ცოტა ხნის წინ მოვახდინეთ საწარმოო გადაიარაღება და შევიძინეთ უახლესი მანქანა-დანადგარები. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა გერმანიიდან მოწვეული საკონსულტაციო ჯგუფი. მათ შექმნეს ნედლეულის დამუშავების, წარმოების და ხარისხის ახალი სტანდარტები, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. ამასთანავე გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა კადრების გადამზადება. ახალი სტანდარტების შესაბამისად მომწოდებელი კომპანიების მიმართ შეიცვალა მოთხოვნები და ყველა მასალა წინასწარ გადის ლაბორატორიულ შემოწმებას მავნე ნივთიერების შემცველობაზე. ასევე, მკაცრად კონტროლდება სათადარიგო ნაწილები სიმტკიცესა და გამძლეობაზე, რაც საბოლოო ჯამში ქმნის გამძლე და მაღალი ხარისხის ავეჯს. ამ გზით ჩვენ ვახერხებთ, რომ მოხმარებელს ხარისხიანი ავეჯი მისაღებ ფასად შევთავაზოთ,“ - განმარტავენ „ემბავუდში“.
ავეჯი იმ ტიპის პროდუქციაა, რომელსაც ხშირად ვერ შეცვლით. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ვიდრე ყიდვას გადაწყვეტთ და მატყუარა ხელოსნები უხარისხო მასალებითა თუ არარეალური ფასებით პრობლემებს ვერ შეგიქმნიან.

კომენტარები

Კოლა ბრუნიონი 2020-03-24 04:05
Ძველი ოღონდ რესტავრირებულ შიფანერკებს და ბუფეტებს, თავისი ლამაზი შუშის ფიგურებით, ეს მდფ და ლამინანტის,, თანამედროვე"ავეჯი ვერ აჯობებს ვერც დიზაინით (ძაან მდაბიური) და ვერც ხარისხით. Ავეჯი უნდა იყოს ხის
IA 2020-03-21 18:17
მხოლოდ ემბავუდი არ იტყუება ხომ? რა ცინიზმია, აბა ერთი იმ მატყუარა ხელოსნებს ჰკითზხეთ, დაზარალებული მომხმარებელია, ორივე ვარიანტსი, რადგან არც ემბავუდი და არც ხელოსნები კეტილსინდისიერები არ არიან, მე რომ ავეჯის ექსპერტი გავხდე ტრენინგები უნდა გავიარო
levan 2020-03-20 20:45
არადა ყველაზე საზიზღარი ავეჯი აქვთ, ყვრლაზე უხარისხო და ყველაზე ძვირი. ფუ თქვე ყველაზე გადამგდებებო
nodari 2020-03-19 23:49
საქართველოში ხარისხიანი ავეჯი არ იწარმოება, რადგანაც ავეჯის შექმნაში არ მონაწილეობს კონსტრუქტორი. ამიტომ ავეჯი არ არის გამძლე.
მარინა 2020-03-19 16:54
ემბავუდია რბილი ავეჯი ნამდვილად ხარისხიანია,საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები