ავეჯის განთავსების დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

იმისათვის, რომ გარემო უფრო დახვეწილი და თანამედროვე გახადოთ, ჩევნი რჩევები გამოგადგებათ, რომელიც პროფესიონალი დიზაინერების მოსაზრებებს ეყრდნობა.

განათება

განათების უგლვებელყოფა სწორედ ის ყველაზე გავრცელებუი შეცდომა გახლავთ, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ხოლმე. ეს ის ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის განთავსების დროს. ამა თუ იმ ზონას მეტი ან შედარებით ნაკლები განათება სჭირდება, შესაბამისად კარგად გათვალეთ, არის თუ არა დენის წყარო ახლოს და ა.შ.

ზონებად დაყოფა

იმისათვის, რომ ოთახში არ იყოს ქაოსი და სივრცე დალაგებულად გამოიყურებოდეს, ავეჯის განთავსებამდე კარგად დაგეგმეთ ზონები. ჩამოაყალიბეთ გონებაში,
სად დაიძინებთ, სად მიირთმევთ საკვებს და სად იმუშავებთ ან იმეცადინებთ.

ყველაფერი კედელთან

ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, თუ ოთახი ძალიან პატარა ზომის არის, სხვა შემთხვევაში ეცადეთ ეს არ გააკეთოთ, არ ჩაამწკრივოთ ავეჯი კედლის გასწვრივ.

ცენტრი

კომპოზიციის ცენტრი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ინტერიერის მოწყობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. არ არის აუცილებელი, კომპოზიციის ცენტრი ოთახის ცენტრი იყოს. ეს ცენტრი საერთოდ არ არის. ამ შემთხვევაში საუბარია ავეჯის რომელიმე კომპონენტზე, ნაწილზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანსა და მთავარზე. მისაღებში, როგორც წესი, ასეთი ნივთი დივანია, საძინებელში კი საწოლი.

კარები

და ბოლოს, გვინდა შეგახსენოთ კარის შესახებ, რომელიც ძირითადად საერთოდ ავიწყდებათ ხოლმე, თუმცა ამ კომპონენტს საკმაოდ სერიოზული ფუნქცია აკისრია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები