ხის ტოტების გამოყენების 6 იდეა, რომელიც ინტერიერს განუმეორებელ ელფერს შესძენს

შემოდგომაზე, როდესაც ფოთლები ყვითლდება და ცვივა, მებაღეები ხეებს უვლიან, აჭრიან ტოტებს და ზამთრისთვის ამზადებენ.
ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაჭრილ ხის ტოტებს წვავენ, არადა, ეს ეკოლოგიური მასალაა, რომელსაც საოცარი დეკორატიული უნარებიც გააჩნია.
შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რომელიც შესაძლოა თქვენი ინტერიერის ორიგინალურ აქცენტად იქცეს.

1. სანათი

ხის ტოტებისგან ნებისმიერი სახის ულამაზესი სანათების გაკეთებაა შესაძლებელი, იქნება ეს ჭაღი, ბრა, ტორშერი თუ უბრალო მაგიდის სანათი. ტოტებზე მუშაობა რთული არ არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელიც აუცილბლად უნდა გაიტვალისწინოთ, რადგან ხის ტოტი ასე თუ ისე
ცოცხალი ორგანიზმია და არის საშიშროება, რომ მას გაუჩნდეს ჭია ან სხვა მავნე პარაზიტი. ამის თავიდან ასაცილებლად ტოტები აუცილებლად უნდა დამუშავდეს სპეციალური მათეთრებლით. აღნიშნული საშუალება ნებისმიერ ინფექციას სპობს.


2. პანო

ეკო-დეკორი კედელზე ყოველთვის ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ტოტებისგან და ხის ნაჭრებისგან მშვენიერი პანოს გაკეთებაა შესაძლებელი.


3. ჩარჩო და სარკე

ხის ტოტები ფართოდ გამოიყენება ფოტოების და სარკის ჩარჩოებისთვის. ეს ულამაზესი ნივთები ნებისმიერ ინტერიერს განუმეორებელს გახდის.


4. სასანთლე

ხე და ცეცხლი ერთად ძალიან ეფექტურად გამოიყურება. შესაბამისად ხის შანდალიც ძალიან ლამაზი იქნება და მისი გაკეთებაც არ არის რთული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად შეგიძლიათ მიენდოთ თქვენ ფანტაზიას და ისე იმოქმედოთ.


5. თაროები და სტელაჟები

ხე თაროების დასამზადებელი კლასიკური მასალაა. ამ მიზნით ხის ტოტებიც ძალიან კარგი გამოსაყენებელია.


6. მაგიდა და სკამები

ყველამ ვიცით, რომ ევეჯიც ტრადიციულად ხისგან მზადდება, თუმცა არც ტოტებზე გირჩევთ უარის თქმას, აბა, ნახეთ, როგორი ორიგინალური ნივთების დამზადებაა შესაძლებელი ხის ტოტებისგან.



კომენტარები

გიორგი. არ დამბლოკოთ 2020-11-13 20:46
ნეტავ არ ა ჟ უ ჟ უ ნ ებ დ ე თ.
ეთო 2020-11-12 15:20
ყველაფერი მარტივი-გენიალურია!!!!
* 2020-11-05 16:46
რაც არ უნდა დაცული იყოს მეტალით სანთელი და ხის ტოტები ერთად საფრთხეა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები