ნივთები, რომლითაც თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახი იწონებდა თავს - რა გეცნობათ აქედან?


საბჭოთა ეპოქაში თითქმის ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავდა - ტიპიური პროექტის ბინა, ერთნაირი ავეჯი და დეკორის ელემენტები. ძვირფასი ავეჯი ყველა ოჯახს ნამდვილად ვერ ამშვენებდა. მსგავი ავეჯის შეძენას გარკვეული წარმატება და ძალისხმევა სჭირდებოდა. მხოლოდ მაღაზიაში მისვლა ამისთვის საკმარისი არ იყო. აი, წიგნის თაროები და ხალიჩები კედლეზე კი ყველას ჰქონდა და ამით იმ დროს ვერავის გააკვირვებდი.
იყო კიდევ ჭურჭლით სავსე ბუფეტი და სერვანტი, ტორშერები, გასაშლელი დივნები და მაგიდები. ეს ყველაფერი გასაგებია, ამ ნივთებს გარკვეული ფუნქციები ჰქონდა, მაგრამ რა საჭირო იყო დეკორის ზოგიერთი ელემენტი, ამის
ახსნა დღესაც რთულია.

ნახატები


ყველაზე მიყრუელბულ ადგილას, ყველაზე ღარიბ ოჯახშიც კი, სადაც ხელოვნება არავის აღელვებდა, ნახავდით ცნობილი მხატვრების რეპროდუქციას. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ნატურმორტები. ნახატების ასლები წიგნის ყველა მაღაზიაში იყიდებოდა და ფასებიც შესაბამისი ჰქონდა, კაპიკები ღირდა. ასე რომ, საბჭოთა კავშირის ადროს ადამიანები თავიდანვე ეზიარებოდნენ ხელოვნებას.

ირმის რქები


ეს ექსტრავაგანტური დეკორი სახლში არავის უკვირდა. ეს, შეიძლება ითქვას, წესი იყო, ნორმად მიიჩნეოდა. ოდესაღაც რქები სახლში იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ სახლში მონადირე ცხოვრობდა, თუმცა ეს ელემენტი იმდენად შეერწყა მაშინდელ ინტერიერს, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. ეს ატრიბუტი იაფი არ ღირდა, ამიტომ ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა.

ბამბუკის ფარდა


ეს ელემნტი კი 70-8-იან წლებში გამოჩნდა. ივარაუდება, რომ ეს იმ პერიოდისთვის სივრცის ზონირების საუკეთესო საშუალება იყო.

ხალიჩა


შალის ხალიჩა განსაკუთრებით პოპულარული 70-იანი წლებიდან გახდა. იქამდე კელდებზე გობელენები ეკიდათ. საბჭოთა კავშირის დროინდელი ხალიჩები, ძირითადად მოწითალო ფერის, რთული ორნამენტებით გამოირჩეოდა. ის სიმყუდროვისა და ოჯახის კეთილდღეობის ნიშანი იყო.

ნაქსოვი ხელსახოცი

სიტყვები "ხელნაკეთი", "ჰენდ მეიდი" , "საავტორო ნამუშევარი" მაშინ უცხო იყო, თუცა ამის გაკეთება ყველამ იცოდა. ამიტომ ასეთი ხელნაკეთი, გახამებული ხელსახოცი ყველა ოჯახში არსებობდა.

თერმომეტრი და ბარომეტრი

ახლა ამინდის პროგნოზის გასაგებად მხოლოდ ტელეფონში ჩახედვაა საჭირო, მაშინ კი თერმომეტრი და ბარომეტრი ყველა ოჯახში იწონებდა თავს.

ჭაღი "კასკადი"


ბროლის ჭაღი არც ისე ადვილი საშოვნელი იყო და ძვირიც ღირდა, თუმცა პლასტმასის და შუშის ჭაღი "კასკადი" თითქმის ყველა ოჯახში იწონებდა თავს.

კომენტარები

მოქალაქე 2023-05-09 03:19
მე ,,მადონას რესვისი" ვიცი და ხალიჩა კედელზე

კომენტარის დამატება