მისაღები ოთახის გაფორმების 5 ტრენდი

მისაღები ოთახი სახლის ცენტრია, სადაც იკრიბება ოჯახი და სადაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით, ამიტომ ლოგიკური იქნება მისი გაფორმების დროს ინტერიერის დიზაინის უკანასკნელ ტრენდებს თუ გამოვიყენებთ.


1. ხასხასა ფერები

მიუხედავად წარსულში თავშეკავებული, სოლიდური და სადა ფერების ბატონობისა ამჟამად მოდაში ხასხასა, მკვეთრი ფერები შემოდის, ისეთი, როგორიც არის მუქი ლურჯი, მოდური ულტრაიისფერი და ა.შ. ძალიან ეფექტურია მუქი მწვანეც, მით უმეტეს, რომ ასეთ მუქ ფერებს სივრცის ვიზუალურად გაზრდა შეუძლია.


2. ხავერდის სავარძლები

ხავერდი იმაზე მეტია, ვიდრე ტრენდი, ის ლამაზი, ესთეტიკური ნივთების მოყვარულთა მთავარი ატრიბუტია. ის ყოველთვის
მოდაშია. 2018-2019 წელს მოდაში ფირუზისფერი, მუქი მწვანე, ნარინჯისფერი ხავერდია.



3. ავეჯი

კომპაქტური ზომის კედლის ავეჯი და ტუმბოები ისევ მოდაში შემოდის. Nნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა უზარმაზარი ტელევიზორის ეკრანი და ადგილს ადამიანური, საშუალო გაბარიტების ტელევიზორი იმკვიდრებს. მისაღებში ავეჯი მატულობს, 50-60-იანი წლების სტილის ტუმბოები და კომოდები ისევ მოდაშია.


4. დიზაინერული ხალიჩები

კედლის გაფორმებაზე მეტად მოდაში იატაკის გაფორმება შემოდის. Aაქტუალურია აბსტრაქტული ფიგურებით გაფორმებული, დიზაინერული, ხელით ნაკეთი ხალიჩები.



5. მწვანე ინტერიერი

ცოცხალი მცენარეები, დიდი ფოთლები, მწვანე ფერი მთელი წელი დაამშვენებს თქვენს მისაღებს და რაც მთავარია, ყოველთვის აქტუალური იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები