10 იდეა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ აუტანელი ხედი ფანჯრიდან

როგორ გამოხვიდეთ სიტუაციიდან, თუ ფანჯრიდან ცუდი ხედი მოჩანს? გთავაზობთ 10 საინტერესო გადაწყვეტილებას.

1. გააკეთეთ თაროები ფანჯრის ფონზე

ეს გადაწყვეტილება გამოასწორებს თქვენი ფანჯრის ხედს, ამასთან გამოიყენებთ დაკარგულ სივრცეს. უნდა გაკეთდეს თაროები, რომელთა მოხსნას მარტივად შეძლებთ, რათა ფანჯრის გაწმენდაში ხელი არ შეგეშალოთ.

2. ჩამოკიდეთ ფარდა

ფანჯრიდან მოსაწყენი ხედისგან ჩამოკიდებული ბროლის კრისტალები ან მძივებისა და ძაფის ფარდები გიხსნით.

3. შეუკვეთეთ ფარდები პეიზაჟის პრინტით

ფოტო გადაუღეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პეიზაჟს ან შეარჩიეთ უკვე არსებული რომელიმე დიზაინი და ისიამოვნეთ რამდენ ხანსაც გაგიხარდებათ.

4. შეიძინეთ დეკორატიული
ფირი

მასზე შეხვდებით ყველაზე განსხვავებულ გამოსახულებებს. მსგავსი დეკორის მთავარი ღირებულება - მარტივი მონტაჟია. როგორც კი თქვენი ფანჯრიდან ხედი მოგბეზრდებათ, მისი შეცვლა მარტივად შეგიძლიათ.

5. გაამწვანეთ ფანჯრის რაფა

ლამაზი მცენარეები ფარდის შესანიშნავი ალტერნატივაა, ასე ფანჯრის მიღმა არსებულ აუტანელ ხედს ვეღარ დაინახავთ.

6. შეუკვეთეთ ვიტრაჟები

ბოლო დროს ვიტრაჟები უსამართლოდ დაივიწყეს. მინის ნატეხებისგან შეგროვებული ჯადოსნური „სურათები“ ძველი დროის გადმონაშთად იქცა. საბედნიეროდ დღეს ეს ხელოვნება კვლავ განახლების პროცესშია.

7. ფანჯარასთან დადგით დივანი

დადგით ფანჯარასთან დივანი, კომფორტულად მოთავსდით და საპირისპირო კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს უყურეთ.

8. დადგით ფანჯრის წინ ჩიტის გალია

მხიარული ფრინველების ჟღურტული ყველა პრობლემას დაგავიწყებთ, მაგრამ თავდაპირველად სპეციალისტთან გაარკვიეთ, რომელ ფრინველებს გადააქვთ პირდაპირი მზის შუქი და ორპირი ქარი მარტივად.

9. ჩამოკიდეთ ჟალუზები

უფრო ესთეტიურად გამოიყურება ხის ჟალუზები.

10. გააფორმეთ ფანჯარა სურათებით

სურათების ჩამოკიდება არა მარტო კედელზე, არამედ ფანჯარაზეც შეგიძლიათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხედი აგურის უადგილო შენობაა. დამატებით ჩამოკიდეთ შესაფერისი ფერის ფარდები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები