ყველაზე არაპრაქტიკული და გამოუსადეგარი მოდური იდეები, რომლებზეც ჯობს, უარი თქვათ

ყოფილხართ ისეთ სახლში, რომლიდან წამოსვლაც არ გდომებიათ: მოდური ინტერიერი, მყუდრო და მოხერხებული, ყველაფერი წინასწარ გათვლილი, არაფერი ზედმეტი. რატომ არის, რომ ზოგს აქვს უნარი ერთმანეთს შეუხამოს დახვეწილი გემოვნება და თანამედროვე სტილი, ზოგს კი ყველფერი ძვირად ღირებული აქვს, თუმცა სახლს სიმყუდროვეობასა და მოხერხებულობასთან კავშირი არ აქვს.

თანამედროვე სტილის ბინები
მოდის ინტერიერის ზოგიერთი დეტალი ადამიანებს უხერხულობასა და დისკომფორტს უქმნის. აი, მაშინ კი ხვდები, რომ ყველაფრის ბევრად მარტივად და მოხერხებულად გაკეთება შეიძლებოდა.

შეცდომები თანამედროვე დიზაინის ინტერიერში

1. შუშის მაგიდა
გეთანხმებით, ის საკმაოდ ლამაზია, კომფორტის
ასოციაციას ქმნის, თუმცა მოხერხებულობასთან მას საერთო არაფერი ქვს. ისდ მუდმივად უნდა წმნიდოთ და ამასთანავე ტრავმების ალბათობაც იზრდება. თუ სივრცის ვიზუალურად გაფართოება გსურთ, უმჯობესია კედელზე სარკე დაკიდოთ.


2. ფოტოშპალერი
ნებისმიერი სურათი იატაკიდან ჭერამდე, მკვეთრი ფიგურები, თვალს ჭრის და ინტერიერს აკნინებს. გახსოვდეთ, კლასიკა ყოველთვის მოდაშია.

3. ბუტაფორიული ბუხარი
თუ ბუხარს ვერ აანთებთ მის ქონას აზრ არ აქვს. ასეთი ბუხარი მხოლოდ ფოტოსტუდიისთვის გამოდგება.

4. პრიალა სამზარეულო
პრიალა ზედაპირის გაწმენდა ყოველდღიურად დაგჭირდებათ. მას ძალიან ეტყობა თითების ანაბეჭდები. სამზარეულოსთვის ნატურალური მასალის შერჩევას გირჩევთ, ან შეგიძლიათ მდფ გამოიყენოთ.

5. სხვადასხვა სტილის ოთახები
სახლი – ერთი მთლიანი სივრცეა. არ ღირს ოთახების სხვადასხვა სტილში გადაწყვეტა. იმისათვის, რომ სახლი იყოს მყუდრო ყველა ოთახს უნდა ქონდეს საერთო შეხების წერტილები. ფსიქოლოგიური თვალსაზრისიტაც, სხვადასხვა სტილი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს.

6. შხაპის კაბინა
პატარა ბინებში სადა, მინის კაბინის გამოყენებას გირჩევთ. ის ადვილი მოსავლელიც არის და უფრო ლამაზადაც გამოიყურება.

7. საბავშვო ავეჯი
საბავშვო ავეჯი მხოლოდ პირველ ხანებშიი გაგაოცებთ. გახსოვდეთ, ბავშვები მალე იზრდებიან და ჯობს უპირატესობა პრაქტიკულ ნივთებს მიანიჭოთ.

8. არეული ინტერიერი
არ ღირს თანამედროვე ინტერიერის და მაგალითად ბებოს სავარძლის ერთმანეთთან შერწყმა.

9. ნეონის განათება
ნეონის განათება მხოლოდ კლუბებში ამართლებს. მკვეთრი შუქი ნერვულ სისტემას აღაგზნებს. სიმყუდროვისთვის ჩვეულებრივი განათება გამოიყენთ.

10. ერთტონიანი დიზაინი
ნუ გააკეთტებთ ოთახში მხოლოდ ერთი ფერის კედლებს, შეარჩიეთ ერთი სადა ფერი და აუცილებლად დაუმატეთ მკვეთრი ელემენტები.

11. ფარდები და ნიშები
ნიშის დასაფარად ნუ გამოიყენებთ ფარდას. ჯობს ნიშაში თაროები ან კარადა გააკეთოთ.

12. აივანი-საწყობი
ეცადეთ, რომ აივანი საწყობად არავითარ შემთხვევაში აქციოთ და ის ეფექტურად გამოიყენოთ.

13. სურათები ავეჯზე
ფოტოპრინტი ავეჯზე არც ერთ ინტერიერს უხდება. მას უბრალოდ არ უნდა გაეკაროთ.


14. მასიური ავეჯი
ასეთი ავეჯი დიდ ადგილს იკავებს. უზარმაზარი თაროები და კარადები კი ყოველთვის უსარგებლო ნივთებით არის გამოტენილი.

15. ტელევიზორი ჩარჩოში
ნუ დაუთმობთ ტელევიზორს დიდი ადგილს, თუ გსურთ მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს დაკიდეთ კედელზე.

16.თაბაშირი და თაღები
თუ მუზეუმში არ ცხოვრობთ, თაღებისა და თაბაშირის შესახებ საერთოდ არ უნდა იფიქროთ, ის მტვრის ბუდეა.

17. მრავალდონიანი ჭერი
ასეთი ჭერის გაკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება და არც ამართლებს. გირჩევთ უპირატესობა სადა, ღია ფერის ჭერს მოანიჭოთ, თუნდაც გასაჭიმს.

18.ზედმეტად ფერადი ფანჯრები
უმჯობესი ფანჯარა თავისუფლად დატოვოთ ან ფარდების ერთი ფენა გამოიყენოთ. დიდი, უზარმაზარი ფარდები ყოველთვის ლამაზად როდი გამოიყურება და მოსავლელადაც ძალიან ძნელია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები