7 “ლაიფჰაკი“ პატარა საძინებლისთვის

პატარა საძინებლის ინტერიერში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია: ავეჯი, განათება, მასალების ფერი და ფაქტურა. გთავაზობთ 7 რჩევას, რომლებიც სივრცის სწორად განაწილებასა და პატარა ოთახის ოცნების საძინებლად ქცევაში დაგეხმარებათ.

წესი N 1: აირჩიეთ შესაფერისი ავეჯი
პატარა საძინებელისთვის ავეჯის არჩევანი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ავეჯი უნდა შეესაბამებოდეს ოთახის სიდიდეს - მნიშვნელოვანია ოთახში თავისუფალი სივრცე დატოვოთ, რათა მოძრაობა მარტივად მოახერხოთ. მაგ: შეგიძლიათ კომოდის ნაცვლად, რომელიც დიდ ადგილს იკავებს, კედელზე თარო მიამაგროთ ან შეიძინოთ საწოლი, რომელსაც სპეციალური სათავსოები აქვს.

წესი N 2: კედლისთვის საუკეთესოა სუფთა, მშვიდი ფერები
ნათელი ფერები თქვენს ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს და ჰაერით აავსებს, ბნელი ფერები კი - პირიქით. თეთრი ყოველთვის მომგებიანი ფერია, მაგრამ გამოგადგებათ ნებისმიერი პასტელის ფერიც. თუ მკვეთრი ფერის დამატება მაინც გსურთ, შერჩეული ფერი მხოლოდ ერთი კედლისთვის გამოიყენეთ, სხვა დანარჩენი კი მშვიდ ფერებს დაუთმეთ.

წესი N 3: მინიმალური დეკორი
ნუ გადატვირთავთ პატარა ოთახს ზედმეტი საგნებით, ეს უწესრიგობის განცდას შექმნის. არჩევანი ელეგნტურ მინიმალისტურ დიზაინზე შეაჩერეთ.

წესი N 4: სივრცის გასანთავისუფლებლად გამოიყენეთ კედლის თაროები
თაროებს ორი დატვირთვა აქვთ: ისინი შენახვის ეფექტურ სისტემას ქმნიან და არ იკავებენ დიდ ადგილს. პატარა ოთახში თაროები კედლებზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, რათა სივრცე ვიზუალურად გაანთავისუფლოთ.

წესი N 5: მეტი სინათლე
ნათელი ოთახი ყოველთვის უფრო დიდი ჩანს, ამიტომ კარგი განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

წესი N 6: თავისუფალი სივრცის ოპტიმიზაცია
ნუ მოერიდებით ოთახის კუთხეებისა და კედლის მთელი სიგრძის გამოყენებას - ეცადეთ მათ ფუნქციონალური დატვირთვა გამოუძებნოთ. მაგ: ოთახის კუთხეში შეგიძლიათ დადგათ სავარძელი ან პატარა ზომის სასაუზმე მაგიდა, კედლებზე კი წიგნის თაროები გააკეთოთ.

წესი N 7: საძინებელი - ადგილი დასვენებისთვის და არა მუშაობისთვის
საძინებელი დასვენების ადგილად უნდა დარჩეს, სადაც საღამოობით დაბრუნება გახარებთ. ეცადეთ სამუშაო კუთხე საძინებელ ოთახში არ მოაწყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი სივრცე არ გაქვთ. თუ სრულფასოვანი კაბინეტისთვის პირობები არ გაქვთ, სამუშაო მაგიდა უფრო შესაფერის ადგილას, სასტუმრო ოთახში დადგით.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები