ზღაპრული სამყარო სტუმრებისთვის - ახალი უნიკალური სასტუმრო ბაკურიანში, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ტურიზმის სფეროში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ

ეს საოცარი ინტერიერი, რომელიც პირველივე დანახვისას მოგხიბლავთ, „რაიმონდ პალასია“. ის ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე მდებარეობს და იმ ერთ-ერთ იშვიათ სასტუმროთაგანია, რომელიც განუმეორებელი დიზაინით გამოირჩევა. ადგილი მათთვის, ვინც დასასვენებლად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე ატმოსფეროს ეძებს. უფრო ვრცლად, თუ რით არის სასტუმრო გამორჩეული, რა კრიტერიუმებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს, გვიამბობს კინოს დამდგმელი მხატვარი, „რაიმონდ პალასის“ ინტერიერის დიზაინერი, თეონა ბექაური.

- რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ბოლო პროექტს. ახლახან დაასრულეთ ბაკურიანში უმაღლესი კლასის სასტუმროს მოწყობა. რით არის სხვებისგან გამორჩეული და ინტერიერზე მუშაობის დროს რას მიანიჭეთ უპირატესობა?

-
ხშირად ვსტუმრობდი ბაკურიანს. ულამაზესი კურორტია და იქ ფაქტობრივად თითზე ჩამოსათვლელი იყო ისეთი შენობა, სადაც ყველა ასპექტში კომფორტულად იგრძნობდი თავს. პირველ რიგში სწორედ ამ შთაბეჭდილებით ვიხელმძღვანელე კონკრეტულ დიზაინზე მუშაობის დროს.

ასევე პრიორიტეტული იყო, რომ სასტუმროში ყოფილიყო მაქსიმალურად ჯანსაღი, სასიამოვნო და განსაკუთრებული გარემო. სწორედ ამიტომ „რაიმონდ პალასის“ ინტერიერში გამოვიყენეთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები. ავეჯი მასიური ხით დამზადდა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ცვილით დავამუშავეთ.

- „რაიმონდ პალასი“ გამოირჩევა განსხვავებული და ორიგინალური ფერებით. რას გვეტყვით ამაზე?

- დიდი შრომა დამჭირდა, რომ სასურველი ტონები მიმეღო. მოგეხსენებათ, ბაკურიანში თოვლიც უხვად არის და მზის სხივებიც. გარეთ ყოფნისას ულტრაიისფერი გამოსხივებით თვალი იღლება. როცა თეთრი გარემოდან შედიხარ დახურულ სივრცეში და იქაც თითქმის იგივე ფერი გხვდება, დამღლელი და შემაწუხებელია. ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა კონკრეტულ ლოკაციაზე მორგებული ლურჯისა და მწვანის კოლაბორაცია.

- დეკორის სახით განსხვავებული და ორიგინალური სანათები გაქვთ გამოყენებული. რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერში სწორად შერჩეულ განათებას?

- განათება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ გარემოში. როცა საქმეს ვკიდებ ხელს, ცდას არ ვაკლებ არც ერთ დეტალს და შედეგიც არ აყოვნებს, ისე გამოდის, თითქოს ყველა საგანს სული აქვს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. არ გვინდოდა, სასტუმროში სტანდარტული სანათები გამოგვეყენებინა. თითოეული მათგანი ხელით მოიხატა უნიკალური საღებავებით. აქვე დავამატებ, რომ რესტორანში, ყველა მაგიდასთან ინდივიდუალურად განისაზღვრა სანათის სიმაღლე, რათა იქ მჯდომი ადამიანის მიერ გარემოს აღქმას განსაკუთრებული ელფერი შემატებოდა.

- სასტუმროს ოთახებში არ არის კარადები. ეს ავეჯი რით ჩაანაცვლეთ?

- დიახ, ჩვენ უარი ვთქვით ამ ავეჯზე, რადგან ის შედარებით პატარაა, დახურულია და ნესტიანი სამოსის შესანახად არაპრაქტიკული. ამიტომ გადავწყვიტეთ კარადა შეგვეცვალა განჯინით, ანუ მინი-ოთახი გარდერობით, რომელზეც ხის ლამელებიანი კარები დავამონტაჟეთ. სწორედ ამ ტიპის კონსტრუქციის მეშვეობით მივიღეთ მუდმივად განიავებადი შიდა სივრცე და განუმეორებელი ვიზუალი.

აღსანიშნავია, რომ ცოცხალ მცენარეებთან ერთად, ინტერიერში შემოვიტანეთ ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ულამაზესი მცენარეები, რომლებიც მის შემოგარენში შევაგროვეთ.

თუ ამ გარემოში ერთხელ მაინც მოხვდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ. სწორედ ამიტომ „Raimond Palace“-ის ერთგვარ სიმბოლოდ ავირჩიეთ ინგმარ ბერგმანის ფილმი „მარწყვის მდელო“, რომლის პოსტერიც დაგხვდებათ შენობაში შემოსვლისთანავე.

ეს სასტუმრო გამორჩეულია იმითაც, რომ მთელ ნაგებობაში ჭერის პერიმეტრზე დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების მილები, რომლებიც ხანძრისგან დაცვასთან ერთად დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებენ. მუქი სპილენძისფერი საღებავით დაიფერა და მთელ ინტერიერს განსხვავებული ელფერი შესძინა. ამ კონსტრუქციაში გამოყენებული დეტალებითვე შევქმენით ნომრებში დამონტაჟებული საკიდები.

ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია უნიკალური გათბობის სისტემა, რომლის წყალობითაც სასტუმროს ოთახები მუდმივად მარაგდება მხოლოდ გარე სივრციდან შემოსული ბაკურიანის სუფთა ჟანგბადით და ონკანებშიც წყაროს სუფთა წყალი მოედინება.

- სასტუმროდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, რაც სტუმრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად რა ადგილას მდებარეობს ეს შენობა და კიდევ რა ელის აქ მოსულ დამსვენებელს?

- „Raimond Palace“ მდებარეობს „crystal ski arena“-ს საბაგიროს გვერდით. წარმოიდგინეთ, რამდენად მოსახერხებელია, რომ ჩვენი დამსვენებლები სასტუმროდან გასვლისთანავე სასრიალო ტრასასთან აღმოჩნდებიან.

ალბათ ჩემი მხრიდან გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ნამდვილად გამორჩეული სამყარო შეიქმნა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები