სამზარეულოს ინტერიერის მოწყობის დროს დაშვებული შეცდომები

ნებისმიერი სივრცის მოწყობის დროს, იმისათვის, რომ ინტერიერი იყოს არა მარტო ლამაზი და თანამედროვე, არამედ ფუნქციურიც, საჭიროა ძალიან ბევრი დეტალისა და წვრილმანის გათვალისწინება. ეს განსაკუთრებით სამზარეულოს ეხება. ამ ზონას, როგორც წესი, სხვა ოთახებთან შედარებით ნაკლები მეტრაჟი აქვს ხოლმე, ამიტომ აქ ყველა საჭირო დეტალის განთავსება არც ისე ადვილი არის ხოლმე. არადა, ყველა დისახლისმა კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია სამზარეულოში ფუნქციონალობა. თუ გეცოდინებათ, რა ითვლება შეცდომად სამზარეულოს მოწყობის დროს, ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ და უკეთეს შედეგსაც მიიღებთ. მოდით ვნახოთ და განვიხილოთ
ეს შეცდომები.

ჩამრთველების განლაგება
ეს არის პირველი ნიუანსი, რომელიც კეთდება რემონტის დროს. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ, სად გინდათ იყოს ჩამრთველი, ანუ წარმოდგენილი უნდა გქონდეთ, სად განათავსებთ ტექნიკას, თუ ეს მომენტი არ გაქვთ გათვალისწინებული, მოგიწევთ დამაგრძელებლების გამოყენება, რაც არცთუ კომფორტულია.

ავეჯის განთავსება

ავეჯის არასწორად განლაგება საერთო მეტრაჟთან მიმართებაში აგრეთვე შეცდომად მიიჩნევა. მაგალითად, არ არის გამართლებული პატარა სამზარეულოში დიდი ზომის მაგიდა. დაუფიქრებლად განთავსებული ავეჯი აუცილებლად უარყოფითად აისახება სივრცის ფუნქციონალობაზე.

განათება


სამზარეულო ის ადგილია, სადაც განათების თემა კარგად უნდა იყოს გათვლილი. ამ სივრცეში აუცილებელია ლოკალური წერტილები სხვადასხვა ზონაში.

დისტანცია
ძალიან მნიშვნელოვანია დისტანცია ზონებს შორის. დაშორება უნდა იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა, სამუაო სამკუთხედი კი ისე უნდა მოეწყოს, რომ დიასახლისს გადაადგილება არ უჭირდეს.

ეკონომია წინსაფარზე


იაფი წინსაფარი ყველაზე ძვირად ღირებული სამზარეულოს ვიზუალსაც კი აფუჭებს. როგორც წესი, ამ ნიუანსს დიდ ყურადღებას არ უთმობენ ხოლმე, არადა ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

გამწოვი
ყველას როდი ესმის გამწოვის მნიშვნელობა, არადა, ის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გამწოვის არქონამ შესაძლოა ძალიან მცირე დროში ახალი რემონტის დაწყების საჭიროება წარმოქმნას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები