აივნის გაფორმების დროს დაშვებული შეცდომები

აივნის ან რომელიმე სხვა პატარა ზომის ოთახის გაფორმება ურთულესი საქმეა, რომელიც დეტალებისადმი დიდ ყურადღებს მოითხოვს, რათა დადებითი შედეგი მიიღოთ. ვნახოთ ის შეცდომები, რომელთა გამოც აივანზე თავს მყუდროდ საერთოდ ვერ იგრძნობთ.

1. როდესაც ვერ ჩამოყალიბდით სივრცის დანიშნულებასთან დაკავშირებით

ხშირად აივნისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ, უნდათ, რომ ყავაც დალიონ, დაისვენონ კიდეც და შესანახი სისტემაც მოიწყონ. ასე არ გამოვა და ამ სივრცეში მუდმივად ქაოსი იქნება, კარგად უნდა განსაზღვროთ, რისთვის გინდათ აივანი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ მისი მოწყობა.

2. დაგავიწყდათ მცენარეები

მაშინაც კი,
თუ მინიმალიზმის თაყვანისმცემელი ბრძანდებით და ზედმეტი აქსესუარები და დეკორის ელემენტები არ მოგწონთ, ქოთნის მცენარეებზე უარი არ უნდა თქვათ, აივანი მის გარეშე წარმოუდგენელია.

3. ცივი დიზაინი

აივანი ის ადგილია, სადაც უნდა დაისვენოთ და თავი მყუდროდ იგრძნოთ, ამიტომ მისი ძალიან მკაცრად გაფორმება არ ღირს. ისე უნდა მოწყოთ, რომ ამ ადგილას თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოთ.

4. ღია ფერები

ამავე მიზეზით არ ღირს აივანზე კაშკაშა და მკვეთრი ფერების გამოყენება, რომელიც ადმიანს აღაგზნებს და აღიზიანებს. ეცდეთ ფერთა გამა იყოს მშვიდი და დამჯდარი.

5. არასწორად განლაგებული ავეჯი

პატარა სივრცესთან მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციების გათვლა. ეცადეთ ისე მოაწყოთ აივანი ავეჯით, რომ თავისუფლად გასვლა-გამოსვლა შეძლოთ.

6. განათება

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ განათების შესახებ და არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ მას დღის განათება ან ერთი პატარა სანათი ეყოფა, ეცდაეთ აივანზე განათების სრულყოფილი სისტემა გააკეთოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები