როგორ ვაქციოთ ფანჯარა ინტერიერის ხიბლად - ფარდა თუ ჟალუზი?

ფანჯარა და მისი მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა იყოს ისეთივე ლამაზი და ფუნქციური, როგორც ინტერიერის სხვა ნაწილი. არსებობს ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიის გაფორმების სხვადასხვა დიზაინერული ხრიკი თუ მეთოდი. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

გამჭვირვალე ფარდა

ეს გახლავთ გამჭვირვალე ფარდა, რომელიც ფანტავს სინათლეს და ინტერიერს სიმყუდროვეს მატებს.

სინათლის ფილტრი

სქელი ფარდები კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურობის დაცვა გსურთ. სქელი ფარდა შესაძლოა იყოს სხვადასხვა სისქის და ნაწილობრივ შემოუშვას ოთახში სინათლე.

ბლექაუთ ფარ
და

ეს გახლავთ, როგორც წესი, დეკორატიული ფარდა სხვადასხვა ნაჭრის აქსესუარებით, რომელიც ოთახში არ უშვებს შუქს და არც სიცივეს თუ სიცხეს. ეს იდეალური საშუალებაა საძინებლის ჩამოსაბნელებლად.

ვენეციური ჟალუზი

ვენეციური ჟალუზი შედგება ჰორიზონტალური ფირფიტებისგან, რომელიც შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა ქსოვილისგან. ასაწევ-დასაწევად გამოიყენება სპეციალური ზონარი.

ვერტიკალური ჟალუზი

ასეთი გადაწყვეტილება აქტუალურია დიდი ზომის ოთახებისთვის და ფანჯრებისთვის. ეს არც ისე დეკორატიული ვარიანტია, თუმცა თავის ფუნქციას კარგად ასრულებს, იცავს ოთახს მზისგან და ასევე უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას.

დარაბები

ეს ჟალუზთან შედარებით უფრო დეკორატიული ვარიანტია. როგორც წესი, მზადდება ხისგან და შესაძლოა შეიღებოს ნებისმიერ სასურველ ფერად. ეს კარგი ვარიანტია არა საძინებლისთვის, რადგან ვერ უზრუნველყოფს სინათლისგან დაცვას, არამედ - მისაღები, შემოსასვლელი და სამეცადინო ოთახებისთვის.

გოფრირებული ფარდები

ასეთი ფარდა შესაძლოა დამზადდეს ნებისმიერი ნაჭრისგან და ძალიან კარგი ვარიანტია ნებისმიერი ოთახის გასაფორმებლად.

რომაული ფარდა

როგორც წესი, მზადდება ნაჭრისგან, თუმცა შესაძლოა შეგხვდეთ მაგალითად, ბამბუკის. ადვილად იწევა ქვევით და ზევით.

სქელი და თხელი ფარდა

ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, რომელიც გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობითა და სიმარტივით, შესაძლებელია გამოიყენოთ ყველა ოთახისთვის.

ფარდა და ჟალუზი ერთად

ესეც ძალიან მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა, შეგიძლიათ ორივე ჩამოუშვათ ან ორივე გადასწიოთ.

ფარდა და დარაბა ერთად

ეს ფანჯრის უნივერსალური დეკორაციის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ფანჯრები ჩარჩოში

არსებობს ისეთი ფარდები, რომელიც ჩარჩოში ფიქსირდება. ეს ძალიან ლამაზი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა.

მზისგან დამცავი ფარდები

ასეთი ფარდები დამზადებულია ქსოვილისგან, რომელიც საიმედოდ იცავს სივრცეს ულტრაიისფერი სხივებისგან.

რულონური ჟალუზი

ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ტიპის ოთახისა და ინტერიერისთვის.

ფარდა ჭერიდან იატაკამდე

მსგავსი ტიპის ფარდები ხშირად გამოიყენება ინტერიერისთვის ესთეტიზმის მინიჭების მიზნით და ძალიან ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება