რა არ უნდა იყოს კომფორტულ და მოდურ სახლში

აშკარაა, რომ თუ სახლის მოწყობის დროს არ იქნება გათვალისწინებული ფუნდამენტური დიზაინერული გადაწყვეტილებები, მხოლოდ ფუმფულა პლედის მეშვეობით კომფორტის მიღწევა შეუძლებელია. თუმცა აღმოჩნდა, რომ დიზაინერებსაც საკუთარი შეხედულებები აქვთ კომფორტთან მიმართებაში, ერთი უნივერსალური მეთოდი არ არსებობს.
90-იანი წლების დასაწყისში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ყველაზე სასურველი დეტალი იყო სახლის რემონტის დროს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ მასალას ბევრი უარყოფითი თვისებაც აქვს და თანამედროვე დიზაინერები უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა ხის ან ალუმინის მასალას ანიჭებენ. ასე რომ, დიზაინერები გვირჩევენ, სანამ ძველი ფანჯრების ახლით, მეტალოპლასტმასით შეცვლას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, უმჯობესია
ძველს გაუკეთოთ რესტავრაცია.

ასევე არ ღირს ერთ სივრცეში რამდენიმენაირი იატაკის საფარის გაკეთება. დიზაინერები მიიჩნევენ, რომ პარკეტი მარმარილოთი ან ტყავით მდიდრულად და ლამაზად გამოიყურება, პარკეტს და კერამიკულ ფილებს კი ერთ სივრცეში ცუდ ტონად მიიჩნევენ.

ყველაზე გავრცელებული მეთოდი იმისთვის, რომ სახლი მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად ვაქციოთ, არის მისი განტვირთვა ზედმეტი ნივთებისგან. განტვირთვა ეხება როგორც ავეჯს, რომელიც არ უხდება თქვენს ინტერიერს, ისე თაროებს თუ კარადაში მიჩქმალულ ძველ ნივთებს. ეცადეთ სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ და ნახავთ, რომ სახლი მყისიერად გარდაიქმნება მყუდრო და კომფორტულ ადგილად.

ასევე ითვლება, რომ სიმყუდროვისათვის აუცილებელია არა ერთი მთლიანი ზონა, არამედ პატარ-პატარა სივრცეები, რადგან პირადი სივრცე ყველა ადამიანს სჭირდება.
ასევე კარგად გამოიყურება ინტერიერში ჩაშენებული კარადები და შეღებილი ნიშები.
პროფესიონალი დიზაინერები არ გვირჩევენ ასევე ეკონომიის გაკეთებას განათებაზე, კარგი, ლამაზი ჭაღი ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.

მოდით, შევაჯამოთ და ვნახოთ, რა არ უნდა იყოს თანამედროვე კომფორტულ სახლში:
  • ერთმანეთში გამავალი კარები (დაყავით სივრცე პირად და საერთო ზონებად).
  • ცარიელი კედლები და კუთხეები (უმჯობესია დაამზადებინოთ ჩაშენებული კარადები) .
  • ერთნაირი, ერთფეროვანი ავეჯი.
  • ძველმოდურ კარნიზები.
  • ეკონომია განათებაზე.


  • ზედმეტად ხელოვნური ფერები (თბილი, ბუნებრივი ფერები ყოველთვის ბევრად ეფექტურად გამოიყურება).
  • მნიშვნელოვანია ტექსტილი, რომელიც შეეხამება ავეჯსა და კედლების ფერს.
  • თანამედროვე სახლში მრავალიარუსიანი ჭერის ადგილი არ არის.
  • და ბოლოს... ქაოსი და ნივთები, რომლებიც ქმნის ამ ქაოსს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები