დახვეწილი ინტერიერის საიდუმლოებები - როგორ შევარჩიოთ საწოლების გადასაფარებლები

პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ ზომაზე, ამის შემდეგ კარგად შეამოწმეთ ფაქტურა და ხარისხი, სულ ბოლოს კი შეარჩიეთ დიზაინი. ფერთა გამამ, ნახატმა თუ ორნამენტმა არ უნდა დაარღვიოს საერთო ინტერიერი.

თუ საძინებლის ინტერიერი უხვად არის დახუნძლული სხვადასხვა ტიპის აქსესუარით, კარგი იქნება, თუ აქცენტს ერთტონიან, სადა ან კიდევ კუბოკრულ თუ ზოლიან გადასაფარებელზე შეაჩერებთ.

დასაშვებია ასევე პატარ-პატარ დეკორები, ისეთი, მაგალითად როგორიც არის მაქმანები, ღილები.
კონტრასტული ნახატები გადასაფარებელში გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახატზე მეორდება ინტერიერის სხვა დეტალები ან ძალიან კარგად ეხამება ინტერიერს.

თუ ინტერიერი სადაა,
მოსაწყენი ან მშრალია, კაშკაშა გადასაფარებელმა და თეთრეულმა შესაძლოა ძალიან კარგი აქცენტის როლი შეასრულოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები