რომელ კედელზე ჯობია აქცენტის გაკეთება


როდესაც საუბარია ინტერიერის დიზაინზე, ყოველთვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რადგან გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა არსებობს პროფესიონალთა მოსაზრებები, რომელიც გარკვეულ გამოცდილებას და წესები ეფუძნება. მოდით ამჯერად ვნახოთ, რომელ კედლებზე გვირჩევენ დიზაინერები აქცენტის გაკეთებას.

მზის მხარე


თუ გსურთ, რომ ოთახში გააკეთოთ ერთი აქცენტირებული კედელი, ხოლო დანარჩენი სამი ნეიტრალური დატოვოთ, დააკვირდით, სად ადგება მზე. კედელი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე დიდხანს ეცემა ბუნებრივი განათება, იდეალურია აქცენტისთვის, იქნება ეს რომელიმე მუქი, კონტრასტული ფერი თუ აქცენტი ნახატის ან დეკორის სახით.

ჩრდილის მხარე


შესაძლოა პირიქითაც გააკეთოთ, აქცენტისთვის კარგია
კედელიც ოთახის სიღრმეში, სადაც ჩრდილია და მზე ნაკლებად ადგება, თუმცა ამ შემთხვევაში უმჯობესია აქცენტად ღია ფერები ან დეკორის სხვა ელემენტები შეარჩიოთ, რათა ოთახს სიმყუდროვე არ დაუკარგოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ დროს ოთახის ამ ნაწილში დამატებითი განათებაც დაგჭირდებათ.

მოკლე კედელი გრძელ ოთახში



აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის ვიზუალურად აღქმაში.
გრძელ ოთახში აქცენტს გრძელ კედლებზე თუ გააკეთებთ მიიღებთ ვაგონის ეფექტს, ამიტომ უმჯობესია აქცენტად ყველაზე მოკლე კედელი შეარჩიოთ. ამ დროს ოთახი ვიზუალურად კი არ გადაიტვირთება, არამედ დააკორექტირებს ოთახის გეომეტრიას.

კედელი საწოლის უკან


თუ აქცენტის გაკეთება გინდათ, მაგრამ გეშინიათ, რომ ის მალე მოგბეზრდებათ, შეარჩიეთ კედელი საწოლის ან დივნის უკან. ეს კედელი ყველაზე ნაკლებად არის თვალშისაცემი.

კარის მოპირდაპირე კედელი


თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ინტერიერში იყოს თვალშისაცემი, შესამჩნევი და ქმნიდეს განწყობას, მაშინ გირჩევთ შეარჩიოთ კედელი კარის მოპირდაპირე, რომელსაც ოთახში შესვლის წინ პირველ რიგში დაინახავთ. ეს ის ადგილია, რომელიც თვალს პირველ რიგში ხვდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები