რა ამახინჯებს ნებისმიერ სამზარეულოს


არ გქონიათ შემთხვევა, გააკეთეთ სახლში რემონტი, დაალაგეთ გენერალურად, დაკიდეთ ლამაზი ფარდები, მაგრამ სახლში თითქოს არაფერი შეცვლილა, რატომ ხდება ასე? ამის მიზეზი შესაძლოა იყოს რამდენიმე ფაქტორი სახლში და მოდით, ახლა ამაზე ვისაუბროთ.

1. ჭუჭყიანი დაფა სამზარეულოში


პროფესიონალი მზარეულები სამზარეულოში რამდენიმე დაფის ქონას გვირჩევენ. ასე ისინი უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ ესთეტიურ მხარეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰიგიენაზე.

2. სამზარეულოს სკამები


ალუმინის სკამები სამზარეულოში დიდი ხანია გადავიდა მოდიდან, ასეთი სკამები ნებისმიერ ინტერიერს უკარგავს ხიბლს და აუფასურებს, თან არაპრაქტიკულია.

3. მაგიდის გადასაფარებელი


მსგავსი ტიპის მაგიდის გადასაფარებელი
ნებისმიერ სამზარეულოს დაუკარგავს სახეს.

4. შეუსაბამო ფერების სამზარეულოს ფასადი


დღესდღეობით ნებისმიერ ინტერიერის გაფორმების დროს უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ მასალას. ტრენდულ ფერებად კი თბილი, სადა ფერები მიიჩნევა.

5. ზედმეტად მყვირალა სამზარეულოს წინსაფარი


წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მსგავსი გაფორმება მოდაში იყო, ახლა მოდაში სიმარტივეა.

6. განათება


ასევე წარსულს ჩაბარდა ერთი ჭაღი სამზარეულოში, ახლა აქტუალური და თან პრაქტიკული წერტილოვანი, ზონალური განათებებია.

7. თვალისმომჭრელი აქსესუარები


დიზაინერები ერთხმად გვირჩევენ, რომ ნებისმიერი სამზარეულო ბევრად დახვეწილი და ლამაზი იქნება, თუ ნეიტრალური ფერის აქსესუარებს მივანიჭებთ უპირატესობას.

კომენტარის დამატება