პატარა საძინებელი რომ ძალიან მყუდრო და კომფორტული გამოვიდეს


პატარა საძინებელი განაჩენი არ არის და არც იმის მიზეზია, რომ ცუდ ხასიათზე დადგეთ, პირიქით, მისი მყუდროდ მოწყობა უფრო ადვილია. რაც შეეხება სტილის, იქნება ეს ლოფტი, კლასიკური, სკანდინავიური, მინიმალისტური თუ სხვა, ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ და დატკბეთ საკუთარი ოთახით.

პირველ რიგში უნდა ჩამოწეროთ აუცილებელ ნივთთა სია, რომლის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოგიდგენიათ და ოთახის მოწყობის დროს სწორედ ეს ნივთები უნდა გამოიყენოთ, არაფერი ზედმეტი. არ არის აუცილებელი თქვენს ოთახში იყოს საძიებლის კლასიკური ნაკრები, მაგალითად: საწოლი, კარადა, ტუმბოები, კომოდი და ა.შ. მოწყობის
დროს მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებს დაეყრდენით.

რაც შეეხება ოთახის გეგმას, თუ არის იმის საშუალება, რომ წინასწარ დაგეგმოთ, გირჩევთ ფოტოზე გადაიტანოთ თქვენი წარმოდგენილ განლაგება და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ ჩანაფიქრი, გახსოვდეთ, რომ საწოლსა და კედელს შორის, ორივე მხრიდან, 60-40 სმ-მაინც უნდა იყოს დაშორება. კარადის შემთხვევაში, თუ კარები გამოსაღები იქნება, აუცილებლად გაითვალისწინეთ ადგილი კარის გასაღებად, თუმცა დიზაინერები შეზღუდულ სივრცეში გასაწევი კარების მქონე კარადის გაკეთებას გვირჩევენ.

რაც შეეხება ფერს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღია ფერები სივრცეს ვიზუალურად ზრდის, მაგრამ თუ არ მოგწონთ ღია ფერები, შეგიძლიათ აქცენტი თქვენს საყვარელ ფერზე გააკეთოთ ისე, რომ ოთახის დანარჩენი ელემენტები ჰარმონიულად შეერწყას ერთმანეთს.
საწოლი საძინებლის მთავარი ატრიბუტია, ამიტომ საწოლის და მატრასის შერჩევას ძალიან სერიოზულად მიუდექით, ტუმბოს ხარჯზე საწოლის ზომის შემცირებას არ გირჩევთ, სრულფასოვანი გამოძინება ხომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საწოლი და მატრასი  ძალიან მოხერხებული, კომფორტული და სასიამოვნო უნდა იყოს.

რაც შეეხება ფანჯარას, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდულ სივრცეში ყოველთვის არის შესანახი სისტემის პრობლემა, გირჩევთ ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიაც მაქსიმალურად აითვისოთ და ფუნქციურად დატვირთოთ, შეიძლება მოაწყოთ რელაქსაციის ზონა, წასაკითხი ან სამუშაო ადგილი.
რაც შეეხება ტუმბოებს საწოლის გვერდით, გეთანხმებით, ეს კლასიკური ვარიანტია და მას არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა თუ ვერ ხერხდება მისი განხორციელება, არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, მაგალითად თაროები საწოლის ზემოთ, სტელაჟი, გორგოლაჭებიანი მაგიდა და ა.შ.

წერტილოვანი განათება ჭერში კი საძინებლისთვის ნამდვილად არ გამოგადგებათ, გამოიყენეთ სანათები, ტორშერები, მოიფიქრეთ განათების რამდენიმე სცენარი, ძალიან მკვეთრი და ჭახჭახა შუქი საძინებელში არ გჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები