გლამურული სახლები რეტრო ინტერიერით - პატრონები მათ შეცვლას არც ფიქრობენ


ფუფუნება თანამედროვეობას ფეხდაფეხ ყოველთვის როდი მიყვება, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ საქმე მე-19 საუკუნის პომპეზურ რეზიდენციებს ეხება. ზოგიერთი მსგავსი სახლის პატრონი ისე გაიტაცა გლამურულმა რეტრო სტილმა, რომ არც კი უფიქრია მისი შეცვლა, არც მის შთამომავლებს უცდიათ გარდასულ დღეთა ესტეტიკის დარღვევა. ამან გამოიწვია მიმუფიცირებული ინტერიერების გამოჩენა. მოდით, გადავავლოთ თვალი.

1880 წლის სახლი კალიფორნიის შტატში




ეს ერთადერთი ვიქტორიანული სტილის სახლია აშშ-ში, რომლის ინტერიერიც გამოგზაურებთ გოთიკურ და იტალიურ არქიტექტურაში.

ჰაროლდ ბრაუნის ვილა როდ აილენდში





1895 წელს აშენებული ეს ვილა, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე
პატარა შტატში მდებარეობს, არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად არის მიჩნეული. ქვის შენობა გაგაოცებთ თავისი ნაზი ინტერიერით, რომელიც ვერსალს მოგაგონებთ.

ხერსტის სასახლე წყნარი ოკეანის სანაპიროზე





ეს ეკლექტიკური სასახელე ამერიკის არც ერთ სახლს არ ჰგავს. თუმცა მსგავის ტიპის სახლები აქ მე-19 საუკუნიდან სოკოებივით მომრავლდა. ეს არქიტექტურული ობიექტი მედიამაგნატმა უილიამ რენდოლფ ჰერსტმა ააშენებინა და თავისი ბავშვობის ოცნებებს შეასხა ფრთები, მისი ოცნება კი ევროპაში მოგზაურობა იყო.

გლამურული სახლი ტეხასის შტატში




გასული საუკუნის გლამურული სახლი თითქოს დროში გაიჭედა. ის მერლინ მონროს სალხს მოგაგონებთ კინოფილმიდან. შენობა 1954 წელს არის აშენებული და იგი ამერიკული ოცნების სიმბოლოდ იქცა.

1960 წლის ფეთქებადი ინტერიერი ფლორიდას შტატში





ამ სახლს რომ შეხედავთ,  მისმა ინტერიერმა შესაძლოა თქვენში ემოციების აფეთქება გამოიწვიოს. 1960 წლის გარემო გაგაოცებთ სხვადასხვა ფერებითა და ფორმებით. ფანტასტიური რეტრო სტილი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ღირს ეს სახლი 2,2 მლნ დოლარი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები