5 ფერი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეარჩიოთ საძინებლისთვის

არასწორად შერჩეული საძინებლის ფერი საკმარისი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის გაღიზიანებისა და უძილობისთვის. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ფერი ადამიანის ფსიქიკაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საძინებლისთვის პალიტრის შერჩევის დროს შეცდომა არ დავუშვათ. დიზაინერებმა ერთხმად დაასახელეს ის 5 ფერი, რომლის შერჩევასაც ამ ოთახისთვის არასდროს გვირჩევენ.

მუქი ნაცრისფერი

დიახ, ამ ფერს დეპრესიულ ფერად მიიჩნევენ და რომ წარმოიდგინოთ, მართლაც არ იქნება სასიამოვნო წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში თბილი საბნიდან გამოძრომა და ნაცრისფერ სივრცეში აღმოჩენა. თუ მაინცდამაინც ნაცრისფერი გნებავთ, დიზაინერები გირჩევენ
არჩევანი ღია ტონალობაზე შეაჩეროთ, უფრო ცისფრისკენ რომ მიდის ან ე.წ. ჭუჭყიანი ვარდისფრისკენ.

ნეონის ფერები

მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ცოცხალი ოთახებისთვის არის ეფექტური. ელექტრიკი ლურჯი, ყვითელი ან იასამნისფერი იდეალურია სასტუმროს ან რესტორნის ინტერიერის გასაფორმებლად, აი, საძინებლისთვის კი, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია.

მუქი და ღრმა ფერები

საძინებლისთვის მკვეთრი ფერების შერჩევის დროს ყურადღება ფერის სატურაციის დონეებს უნდა მიაქციოთ. ზოგადად, ღრმა ფერები ინტერიერისთვის მისაღებია, მთავარია, ის სწორად დაარეგულიროთ. ამ შემთხვევაში დიზაინერები უპირატესობას ცივ პალიტრას ანიჭებენ, რადგან თბილმა ტონებმა შესაძლოა ადამიანის ნერვული სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს.


წითელი და იისფერი

თუ მაინცადამაინც ვნებიანი წითელი ფერის ხილვა გსურთ თქვენს საძინებელში შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ფერის თეთრეული. ინტერიერის ამ ფერით გაფორმებას კი დიზაინერები არანაირად არ მიესალმებიან.


ყვითელი და ნარინჯისფერი

ეს ფერები შესაძლოა გამოიყენოთ მხოლოდ როგორც დეკორის ელემენტები. ეს ფერები ძალიან უხდება სახლის ცოცხალ კუთხეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საძინებელს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები