რამდენიმე დეტალი სახლის მოწყობისას, რომელიც თქვენს ინტერიერს თანამედროვეს გახდის


ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი უნდა განიტვირთოს, დაისვენოს და მომავალი დღისთვის ძალები აღიდგინოს, ამიტომ ეს ადგილი უნდა იყოს მყუდრო, კომფორტული, ესთეტიკური და თბილი. თანამედროვე ინტერიერი სივრცეს ჯერ სიმყუდროვეს სძენს, შემდეგ კი ალამაზებს. მოდით ვნახოთ, როგორი არ უნდა იყოს თანამედროვე და ტრენდული გარემო.

კარგა ხანი ითვლებოდა, რომ ტექსტილი, მაგალითად, საწოლის გადასაფარებელი, ფარდები, ბალიშები და სხვა ატრიბუტებიც აუცილებლად ერთ ფერში უნდა ყოფილიყო. თუმცა დღესდღეობით, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, მრავალფეროვნება ბევრად ეფექტურად გამოიყურება. რაც შეეხება ფერთა შეხამებას, ძირითადად გამოიყენება
სამი ფერი, როგორც ერთგვარი სქემა:
1. ანალოგიური, მსგავსი ფერები;
2. კონტრასტული ფერები ანუ ჰარმონიულად შერწყმული კონტრასტული ფერები
3. კლასიკური ტრიადა, ერთი ფერის სხვადასხვა ელფერი.

თუ თვალს ადევნებს მოდის ტენდენციებს ალბათ შეამჩნევდი, რომ ჭერის თეთრად შეღებვის ტენდენცია დიდი ხანია მოძველდა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჭერი კედლების ფერად უნდა შეიღებოს. თქვენი ამოცანაა შეარჩიოთ ფერი, რომელიც ჰარმონიულად შეეწყობა ოთახის ან ავეჯის, ან კედლის ფერს.
ღია ფერებს თავისი უპირატესობა აქვთ, ისინი სივრცეს უფრო დიდს აჩენენ, თუმცა ძალიან ღია ფერი მოსაწყენია და აშკარად ითხოვს გადახალისებას.
კომფორტული ინტერიერის შესაქმნელად მნიშვნელოვანია თითოეული სანტიმეტრის გათვალისწინება და ფუნქციურად დატვირთვა. ეცადეთ ყველა ნივთი, რაც სახლში გაქვთ, იყოს პრაქტიკული და მოსახერხებელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები