პოლონეთში გახსნილმა ქართულმა რესტორანმა დიდი ხმაური გამოიწვია - მიზეზი მოხუცი ქალი გახდა...


რესტორანი "რუსიკო”, სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა.

”რუსიკომ” თებერვალში „წლის საუკეთესო რესტორნის“ გამოკითხვაშიც გაიმარჯვა.
კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

ბოლო დღეებში რესტორანთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხელი, და აი, რატომ:

რუსიკო თურქესტანიშვილი: – ერთხელ ჩვენს რესტორანში ერთი მოხუცი ბებო შემოვიდა, საოცრად ფერმკრთალი იყო. მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი. ცოტა ხანს დავისვენებო. ხომ არ
გშიათ-მეთქი, შევკადრე. არაო, – მიპასუხა მორიდებით თუმცა, მე მაინც ვუხმე მიმტანს და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გავუმასპინძლდი. იმ დღის მერე ხშირად მოდიოდა ჩვენი ბებო და ვაპურებდით.

კლიენტების რაოდენობას გახსნის დღიდანვე არ ვუჩივით, მაგრამ რამდენიმე დღეა, საოცრება ხდება: ჯავშნებს ვერ ავუდივართ და რესტორანთან უზარმაზარი რიგი იქმნება. თურმე, ერთი პოლონელი ქალი შესწრებია, როგორ ვაპურებთ ჩვენს მოხუც ბებოს და ფოტოები გადაუღია, შემდეგ კი “ფეისბუკზე” აუტვირთავს ტექსტით:

ანა კოლტუნოვიჩი:
”პატარა, მყუდრო რესტორანი უაზდოვსკას ხმაურიან ქუჩაზე, გარეთ გაშლილი მაგიდებით. მოხუცმა გამოსწია სკამი და ჩამოჯდა, ალბათ, დასასვენებლად. ეტყობა, ავადმყოფობს. იმ მაგიდასთან კლიენტები ისხდნენ, რომლებიც მოხუცის გარეგნობამ შეაწუხა და სხვაგან გადასხდნენ. უცებ, ღიმილიან მიმტანს მოხუცთან მოაქვს ლობიოს სუპი და ლავაში. ქალი სიამოვნებით მიირთმევს და ეკითხება: როდის უნდა გადავიხადოო. ”როდის? ალბათ, ოდესმე”, – ეხუმრება მიმტანი და მაგიდაზე ცხელ ჩაისაც უდგამს… ეს სიზმარი არ ყოფილა, სინამდვილეა და გული მწყდება, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდება. მადლობა ”რუსიკოს”. ”
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარები

თათა 2018-04-06 02:17
♥️♥️♥️
ვიტო 2018-04-05 22:25
სტატიის კითხვის დროს მომაგონდა .... მოსკოვში ვცხოვრობ ბოლო წელია... აქ ქართველი ბიჭები სამარშრუტო ტაქსზე მუშაობენ მეტრო კახოვსკაიადან მეტრო ვერნადსკის პროსპეკტამდე, რომლებიც ქართველი მგზავრისგან ფულს არ იღებენ, საკმარისია გამარჯობა უთხრა... შეიძლება 50 რუბლი ( 2 ლარი) აქ დიდი თანხა არცაა, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი ძალიან მომწონს და გულს მითბობს ამ გაყინულ ქალაქში:))
Ana 2018-04-03 09:25
საამაყოა.. და სამწუხაროდ იშვიათი უცხოეთში ქართულ რესტორანში ქართველი უფროსი ჩვენ ფულს გვახდევინებდა მომსახურე პერსონალს (შიგნით სულ ქართველები ვმუშაობდით) და რამდენჯერად დაინახავდა ვინმე რამეს ვჭამდით შეფ მზარეულთან ჩვენ შეკვეთას ამოწმებდა მართლა გადავიხადეთ თუ არა...
მე 2018-04-03 00:46
მეამაყებიან ასეთი ქართველები,ისინი დიდ საქმეს აკეთებენ თავიანთი უანგარო ქველმოქმედებით,მაშინ როდესაც ქართველების უმეტესობა საზღვარგარეთ სამწუხაროდ არცთუ ღირსეულად იქცევა,ასეთი ადამიანები გვწმენდენ ნამუსს.
გიორგი 2018-04-02 15:55
ჩემმა ერთმა იტალიელმა ნაცნობმა ისე აქო ეს რესტორანი, აუცილებლად უნდა შევიდე პოლონეთში როცა ვიქნები.

კომენტარის დამატება