ეს სახლი ერთ-ერთ ამერიკულ სოფელშია და მის მფლობელს ქალაქიდან სოფელში გადასახლება მოაფიქრებინა

ხის ეს სახლი ტყეში მდებარეობს. თბილი ბუხარი. ისტორიული სტილისა და ძველებური დეკორის საოცარი შეხამება. თოვლში კი ეს ადგილი ალბათ განუმეორებელი სანახავი იქნება.







1863 წელს აშენებული ეს შენობა რომ მოინახულოთ, ბევრი სიარული მოგიწევთ არცთუ კომფორტულ გზებზე. სახლი კენტუკის შტატის ერთ-ერთ ტყეშია ჩაფლული. ამჟამინდელმა მფლობელმა ეს სახლი 90-იან წლებში შეიძინა. დაინახა თუ არა, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, ბევრი არ უფიქრია, მას ეს სახლი ერთი ნახვით შეუყვარდა.




მთავარი შენობა ორი სახლისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. აქვე, ფერმაში არის სახელოსნო და სკოლა. გვერდით კი პატარა
ნაკადულია სუფთა, სადაც ანკარა წყალი მოედინება. ირგვლივ, როგორც გითხარით, უღრანი ტყეა.




ეს ის ადგილია, სადაც თოვლიან ამინდში კარგად გაეხვევი შალის პლედში და სავარძელში, თბილ ბუხართან მოკალათდები.

კომენტარები

წერე ქართულად 2017-11-16 17:53
ძალიან გთხოვთ, რომ თარგმნით ტექსტს, მერე ქართულად გააშალაშინეთ ხოლმე, რომ აზრის გაგება შესაძლებელი იყოს.
არ შეიძლება ასეთი ტექსტების გამოქვეყნება, დანაშაულია!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები