მოდილიანის მიერ დახატული ქართველი ქალი, რომელიც 26 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

საქართველოში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის მსოფლიოს უდიდეს მხატვარს – ამადეო მოდილიანის ქართველი თავადი - ალექსანდრა დადიანი ჰყავს დახატული... ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, არტ-კრიტიკოსი – დავით ანდრიაძე ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ მეტად საინტერესო ისტორიას ყვება...

დავით ანდრიაძის ნათქვამის მიხედვით, ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი ფართოდ არ არის ცნობილი ალბათ იმიტომაც, რომ ეს ალექსანდრა დადიანის პორტრეტი კი არ არის, არამედ არის ნიუ, სადაც მოდილიანიმ მოდელად ალექსანდრა დადიანი გამოიყენა. ამასთანავე იმ დროში არავის არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს გაუშიშვლდნენ. ეტყობა ალექსანდრამაც ამიტომ დამალა, მით
უმეტეს იმდროინდელ საქართველოში. თუმცა მხოლოდ საქართველოში კი არა, ანა ახმატოვა საკმაოდ ემანსიპირებული ქალი იყო და მასაც კი არასოდეს არ მოუხდენია აფიშირება მოდილიანისთან ურთიერთობის. მით უმეტეს 60-იან წლებში მოდილიანი საბჭოთა კავშირში უკვე ძალიან პოპულარული იყო... როგორც დავით ანდრიაძე ამბობს, მხოლოდ ახმატოვას სიკვდილის შემდეგ მოხვდა ანა ახმატოვას და მოდილიანის ურთიერთობა რუსი კრიტიკოსის წიგნში "ანა და ამადეoო"... ანა ახმატოვა რომ წამოვიდა 1911 წელს პარიზიდან, დაწერა ლექსი "უკანასკნელი შეხვედრის სიმღერა". ეს ლექსი იმ პერიოდში ძალიან მოდური გახდა, მაგრამ თავად ანა ახმატოვა ვერ იტანდა ამ ლექსს და ყველას უკრძალავდა ამ ლექსის გახსენებას.

რაც შეეხება ალექსანდრა დადიანს, იგი მოდილიანიმ 1911 წელს დახატა... 1898 წელს თბილისში ჩამოვიდა გერმანელი ბოტანიკოსი - კონრად როსტი. მან ალექსანდრა დადიანი გაიცნო და შეუღლდნენ... ძალიან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც აღწერილია როლფ გროსის წიგნში "კონრადი და ალექსანდრა"... ალექსანდრა დადიანი ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ანა ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა...…
მოდილიანის ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი ლუქსემბურგის ბაღში შეხვდნენ და მოდილიანს იმის ფულიც არ ჰქონდა, რომ ლუქსემბურგის ბაღის ფასიანი ადგილის საფასური გადაეხადა (ლუქსემბურგის ბაღში ფასიანი ადგილებიც იყო და უფასოც)... მოდილიანიმ ისინი დაპატიჟა თავის სახელოსნოში, თუ შეიძლება სახელოსნო რქმეოდა ერთ-ერთ მანსარდას. ამ სახელოსნოში დახატა მან ალექსანდრა დადიანი... შემდეგ ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 26 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა...
ეს ისტორია საქართველოში მხოლოდ დავით ანდრიაძემ იცის და თუ საიდან, შემდეგს ამბობს:
" ალექსანდრა დადიანის ისტორია მე პირადად მსახიობის – ალექსანდრა თოიძისგან ვიცი. ალექსანდრა თოიძის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, შეიძლება ითქვას, მათ ოჯახში გავიზარდე. ალექსანდრა დადიანი გადაასახლეს, უკვე კარგად მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში და ამის შემდეგ კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს ალექსანდრა დადიანი და ალექსანდრა თოიძე... ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოშია დასაფლავებული, ჭავჭავაძეების მამულში".
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

nana 2022-12-26 15:45
როგორ ზუსტი და მეცნიერული არგუმენტებით ასაბუთებს რომ ნამდვილად ალექსანდრაა, სასაცილოა, იმან იმას უთხრა, იმან კიდე მე მითხრა სირცხვილია, ხოდა მარტო მე ვიცოდი და ახლა ტქვენ გეუბნებით, სასაცილოა რა.....
ზურაბ გოთუა 2017-12-24 23:49
აშკარად ქართული უკანალია-წყალი არ გაუვა...

კომენტარის დამატება