"ქალაქი პლანის, ქალაქი აბების, ქალაქი საშიში - ბინძური ამბების..." - რად იქცა თბილისი?

ახალგაზრდა პოეტის ლექსში ასახული სამწუხარო რეალობა:

თბილისი - S O S !

ქალაქი პლანის,
ქალაქი აბების,
ქალაქი საშიში -
ბინძური ამბების...

ქალაქი დანების,
ქალაქი სიკვდილის,
ქალაქი ვითომ და
მეგობრულ ღიმილის...

ქალაქი საცობის,
ქალაქი გადაღლის,
ქალაქი პრობლემის -
ღალატით გადაჭრის...

ქალაქი ტაძრებით,
ვითომ და მარხვებით,
ქალაქი ნერვებზე -
ძირძველი ძარღვებით...

ქალაქი შურის და
უსიტყვო ჩაძირვის,
მოყვასის უგულოდ,
უაზროდ დაცინვის...

ქალაქი ევროპა,
ან იქნებ რუსეთი,
თუ გშია - ფასფუდი,
ან იქნებ ბუფეტი...

ქალაქი ტექნიკის,
ქალაქი პლანშეტის -
"გაჭედა შეჩემა -
face-ზე არ
შედის "...

ქალაქი მდიდრების,
ქალაქი მშივრების,
ქალაქი პროგრესის და
მუდამ ყალბ ცდების...

ქალაქი ტარიფის,
ქალაქი მიტინგის,
მთაწმინდა გაბრაზდა -
ცინიზმით იღიმის...

ქალაქი პარტიის,
ახალი თაობის,
სულ მუდამ ბიძგების
და მუდამ ჭაობის...

ქალ-კაცთა ქალაქი,
ქალაქი გენდერის,
მუნჯი და ოხერი,
საოცრად - აქ მღერის...

ქალაქი ტურისტის,
ქალაქი მიგრანტის,
ჩემივე ქალაქი -
დაღუპვას მიქადის...

ქალაქი ბეტონის,
სულ მუდამ საცობის,
და ისევ ყოველდღე,
ყოველდღე გართობის...

უჯიშო პლანის და
უებარ აბების,
ათასი ჭორის და
საშიში ამბების....

ნიკუშა ფაიქრიძე

კომენტარები

beni 2018-01-17 14:39
eg iasnia,mtavari tavshia///////////////////
!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 2018-01-16 23:09
სამწუხაროდ ეს ჩვენ შევქმენით. აი ასეთ ქალაქად ვაქციეთ თბილისი!
თამარ 2018-01-15 16:04
ძალიან მიხარია, რომ საერთოდ წერენ ლექსებს ახალგაზრდები. ძალიან კარგია. თუ ადამიანს ლექსის დაწერა უნდა, უნდა წეროს, რაც უნდა და არაა აუცილებელი, ყველამ ჭკუა ვასწავლოთ. რაც აწუხებს, ის დაწერა.
deda 2018-01-13 17:23
bedniereba iqneboda ase rom ar ikos, chvenda saubedurod es realobaa.
ნენე 2018-01-12 17:03
სამწუხაროდ, ვეთანხმები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები