აღდგომის ყვავილი - როგორ ხარობს საქართველოში

იცოდით, რომ აღდგომის ყვავილიც არსებობს? დიახ, ის სწორედ აპრილ-მაისში ყვავილობს და მისი სხვადასხვა სახეობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული.
ოდითგანვე მედგარა საიდუმლოებებთანაა დაკავშირებული. ხალხმა ამ მცენარეს სხვადასხვა სახელი შეარქვა: მათ შორის თოვლის ტიტა, ძილისბალახა და ა.შ. დასავლეთ ევროპაში კი მას სააღდგომო ზანზალაკს ეძახიან. ფორმით ყვავილი ბეწვიან ტიტას მოგვაგონებს. ეს მცენარე ბაიასებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ხშირად იისფრადაა შეფერილი. საქართველოში სულ 4 სახეობაა გავრცელებული.



ამ მცენარეს არაერთი ლეგენდა უკავშირდება.
ძველად სწამდათ, რომ ყველა მცენარეს დედა ჰყავდა, მედგარას კი - დედინაცვალი. სწორედ ის აგდებდა ყვავილს
დედამიწაზე და აიძულებდა, სხვებზე ადრე ეყვავილა.



ფოლკლორი ლამაზად აღგვიწერეს მედგარას ლეგენდას. ბებერი ზამთრი ყველანაირად ცდილობდა ახალგაზრდა გაზაფხულისთვის მოსვლაში შეეშალა ხელი. ყველა ყვავილი შფოთმა მოიცვა და დაიმალლნენ, მხოლოდ მედგარა გაუძლო, ამაყად მოიღერა თავი და იისფერი ღუნღულა ყვავილი გაშალა. მზემ დაინახა მინიშნება, დედამიწაზე გაორმაგებული სითბოს ნაკადი გადმოაფრქვია, ზამთრი დაამარცხა და გაზაფხულის შემობრძანებას შეუწყო ხელი.

საქართველოში მედგარა სუბალურ და ალპურ მდელოებზე იზრდება, თუმცა, ნადგურდება ყვავილებისა და ბალახების შემგროვებლებისგან და ამიტომ წითელ წიგნშია შეტანილი. ჩვენთან, ევროპისგან განსხვავებით, მისი ქოთნის სახეობები არ არის გავრცელებული. 



რადგან ყვავილი აპრილ-მაისში ყვავილობს, მას აღდგომის ზანზალაკს ეძახიან. ცოტა ხნის წინ ის ამერიკის ქალაქ ბაფალოს მიდამოებში გაყვავილდა და ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ გორაკი, რომელიც ზამთარში მოტიტვლებული იყო, აღდგომის ლამაზი ყვავილებით გადაფერადდა და ხალხიც ოპტიმიზმით უნდა აღავსოს.



ძველად სწამდათ, რომ მედგარა ადამიანს ბოროტი ძალებისგან იცავდა. მეორე სახელი კი იმის გამო შეარქვეს, რომ ადამიანს ძილს ჰგვრიდა. მონადირეები კი ირწმუნებიან, რომ ამ მცენარეს დათვის "დათრობა" და ძილიანობა შეუძლია.

კომენტარები

ქეტევან 2019-04-21 16:37
პირველი ფოტო იგივეა, რაც ინგლისურ ვიკიპედიაში არის როგორც მედგარა
med 2018-04-05 16:02
ძალიან საყვარელია. მაგრამ მე აღდგომის ყვავილს ვეძახდი ქოთნის ყვავილს, რომელსაც ზუსტად დეკემბერასნაირი ფოთლები აქვს, მაგრამ აპრილში ყვავდება და ყვავილიც სხვანაირი აქვს; მზეზე ბოლომდე გადაიშლებიან და საღამოს იხურებიან. მე წითელი მაქვს, ძალიან ლამაზი წითელი, მაგრამ სხვა ფერებიც არსებობს: თეთრი, ნარინჯისფერი.

კომენტარის დამატება